მარიამ ქვრივიშვილი - Conde Nast Traveler-ზე გამოქვეყნებულ სტატიას მილიონობით ადამიანი წაიკითხავს და საქართველოში მოგზაურობის სურვილი ბევრ მათგანს გაუჩნდება

Conde Nast Traveler-ზე გამოქვეყნებულ სტატიას მილიონობით ადამიანი წაიკითხავს და საქართველოში მოგზაურობის სურვილი ბევრ მათგანს გაუჩნდება, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

„Conde Nast Traveler მსოფლიო დონის უმაღლესი პლატფორმაა ზოგადად სამოგზაურო მიმართულებით, ამ შემთხვევაში ჩვენ ძირითადი აქცენტი ბრიტანეთის ბაზარზე გავაკეთეთ, პლატფორმასთან ერთად ბევრი ვიმუშავეთ სწორი მესიჯების გამოსატანად - იმ 10 ლოკაციის და 10 მიზეზის იდენტიფიცირების შესახებ, თუ რატომ უნდა იმოგზაურონ ადამიანებმა საქართველოში.

ბუნებრივია, ჩვენი ძირითადი მესიჯები ეხება იმას, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, ამასთანავე გამორჩეული ქვეყანა თავისი სტუმარმასპინძლობით და რომ საქართველო არის, იყო და იქნება უსაფრთხო ტურისტული მიმართულება.

აღნიშნული სტატია გამოცემიდან რამდენიმე საათში უკვე ნახა ათიათასობით ადამიანმა, პლატფორმიდან გამომდინარე ჩვენ დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში მილიონობით ადამიანი წაიკითხავს Conde Nast Traveler -ის სტატიას და გაუჩნდება სურვილი, რომ იმოგზაურონ საქართველოში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანიის ფარგლებში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო ჟურნალი Conde Nast Traveler სტატიას აქვეყნებს და მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით Conde Nast Traveler-ის ჟურნალისტმა საქართველოში იმოგზაურა და ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს გაეცნო.

სტატიაში აღწერილია საქართველოს მთიანი რეგიონები, შავი ზღვისპირა კურორტები და ძველი თბილისის უბნები. სტატიის ავტორი თბილისის ღამის ცხოვრებას ბერლინს ადარებს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს