გერმანიის სახელმწიფო მინისტრი - აღმოსავლეთ ევროპა არ არის ბატონი პუტინის უკანა ეზო

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ აღმოსავლეთ ევროპა არ არის ბატონი პუტინის უკანა ეზო. სხვა მხრივ, რუსეთი რჩება ჩვენს მეზობლად და ჩვენ გვჭირდება ღია, გულწრფელი, თუმცა ასევე კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან, რათა მოვაგვაროთ არსებული დავები, - აღნიშნული განცხადება საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში მიხაილ როთმა გააკეთა.

მან საქართველოს თანადგომა გამოუცხადა რუსეთ-საქართველოს შორის არსებული რთული ურთიერთობის მოგვარებაში.

„კარგი შესაძლებლობა მოგვეცა ყველა ჩვენგანს, მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ ერთი ევროპული ოჯახი ვართ და ჩვენ ერთნი ვართ. ვიცი, რომ თქვენს ქვეყანაში ბევრ ახალგაზრდას უყვარს ევროკავშირი და სურს ამ უნიკალური წარმატების ისტორიის ნაწილი გახდეს. ევროკავშირი, პირველ რიგში, არის საერთო ღირებულებების ერთიანობა, ეს არ არის მხოლოდ ერთიანი ბაზარი. სწორედ ამიტომ დემოკრატია, კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეთნიკური, რელიგიური, კულტურული და ასევე სექსუალური უმცირესობისადმი პატივისცემა არის ყველა ჩვენგანისთვის საკვანძო პრინციპი. მსურს მოვუწოდო სამოქალაქო საზოგადოებას, რომ იყოს ამ პროცესების ძირითადი ნაწილი. წარმომიდგენია რამდენად დამღლელია ეს ადამიანებისთვის. ტრანსფორმაცია არის გრძელი და უსწორმასწორო გზა, თუმცა ბოლოს ეს მაინც ამად ღირს. ეს არის ადამიანების დაახლოების, დემოკრატიის გაძლიერების, სამუშაო ადგილებისა და კეთილდღეობის შექმნის შანსი, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის. ცალსახად შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვეცა მოსაზრებების გასაცვლელად და იმის ნათელსაყოფად, რომ ევროკავშირი ძალიან დაინტერესებულია აღმოსავლეთ ევროპისა და განსაკუთრებით საქართველოს კეთილდღეობაში, სტაბილურობაში, მშვიდობაში, დემოკრატიულობასა და თავისუფლებაში,“ - განაცხადა მიხაილ როთმა.

იხილეთ ვიდეო: აღმოსავლეთ ევროპა არ არის ბატონი პუტინის უკანა ეზო - გერმანიის სახელმწიფო მინისტრი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა