არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რატომ არ დაესწრო გიორგი გახარია ბათუმის კონფერენციას

გიორგი გახარიას სხვა გეგმები ჰქონდა დღის მეორე ნახევარში, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ შეიცვალა თავდაპირველი დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც შს მინისტრი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას უნდა დასწრებოდა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ჰქონდა თუ არა გახარიას უფრო მნიშვნელოვანი გეგმები, ვიდრე ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრაა, თალაკვაძემ უპასუხა, რომ ეს მინისტრის გადასაწყვეტია.

„მე მგონი ცოტა უცნაურია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვთ განმარტებას, მინისტრს როგორ შეეცვალა სამუშაო განრიგი, თუმცა მე მაინც არ ავარიდებ თავს კითხვას. მას სხვა გეგმები ჰქონდა დღის მეორე ნახევარში და შესაბამისად, ვერ დაესწრო კონფერენციის პირველ სამუშაო დღეს. ევროპელ პარტნიორებს შეხვდნენ პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე. შესაბამისად, თუ შს მინისტრმა თავის სამუშაო დღის წესრიგის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს მისი გადასაწყვეტია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა