გიორგი გახარია - ჩემთვის  მნიშვნელობა არ აქვს, რას დამიძახებენ - სისხლისმსმელი, თვალებისმთხრელი, მე არ მაქვს უფლება, დავუშვა კომპრომისი

ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას დამიძახებენ - სისხლისმსმელი, თვალებისმთხრელი, მე არ მაქვს უფლება, დავუშვა კომპრომისი, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, პოლიციის დელეგიტიმაციის მცდელობაა, თუმცა ამის საშუალება არავის მიეცემა.

„ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას დამიძახებენ, როგორ შემაფასებენ - სისხლისმსმელი, თვალებისმთხრელი და ა.შ. მე ვბრაზობ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, როცა არ მაძლევენ საშუალებას, ავხსნა, რომ მე არ მაქვს უფლება დავუშვა კომპრომისი. არ გავაკეთებ ამას და ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელსაც მარტო მე კი არა, ის თითოეული პოლიციელი ატარებს, რომელმაც ღირსეულად ჩაატარა ის ღამე. თუმცა, რა თქმა უნდა, მესმის რომ იყო გადაცდომები და ისიც კარგად მესმის, რომ ჩემი და შს სამინისტროს დელეგიტიმაციის მცდელობაა, რომელიც დღეს საყოველთაო გახდა, ვერავინ ამ კომპლექსს ვერ შეგვიქმნის“,- განაცხადა გახარიამ გადაცემა „რეაქციაში“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა