საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

„ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის“ ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, მემორანდუმით საქართველომ და ევროპის საინვესტიციო ბანკმა დაადასტურეს მზაობა მჭიდრო თანამშრომლობაზე და მზადყოფნა გამოხატეს მომავალში ხელი შუწყონ საჯარო სექტორში პროექტების განხორციელებას. მემორანდუმი წარმოადგენს ახალ ფორმატს, 2019-2024 წლებში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში, ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.

„დღევანდელი კონფერენცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრია და რომ ევროპისთვის საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ძლიერი გზავნილია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის იდეა ემსახურება ხალხს და ხალხი გრძნობს ევროპასთან დაახლოების სიკეთეებს. ევროპის საინვესტიციო ბანკიც, შესაბამისად, გამოყოფს ფინანსებს საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის, რაც გააუმჯობესებს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხს“, - განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა, რომლის კომენტარსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა