„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

დაუშვებლად მიგვაჩნია ადამიანების სიცოცხლესა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემების პოლიტიზირება და დეზინფორმაციის გავრცელება, - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს, აბაშის სადგურის საფეხმავლო ხიდზე მომხდარ ინციდენტზე გავრცელებული განცხადების მიუხედავად, საკითხის პოლიტიზირება მოხდა და გავრცელდა დეზინფორმაცია.

„დღეს დილით „საქართველოს რკინიგზის“ აბაშის სადგურის საფეხმავლო ხიდზე რკინიგზის თანამშრომლებთან რამდენიმე აქტივისტსა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სს "საქართველოს რკინიგზამ" მყისიერად გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ აქტივისტების მიერ ტერიტორიაზე ქმედებები განხორციელდა უსაფრთხოების ნორმების სრული უგულვებელყოფით.

მიუხედავად ამისა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მოახდინა საკითხის პოლიტიზირება და დეზინფორმაცია გაავრცელა.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მაღალი ძაბვის ქსელში გამავალი მუდმივი დენი 3300 კ/ვოლტია და მსგავსი აქტივობები, კერძოდ ხიდიდან დიდი ზომის ბანერების/პლაკატების გადაკიდება შესაძლებელია სავალალო შედეგებით დასრულდეს. აქტივისტებისა და ჟურნალისტების გაფრთხილების მიუხედავად, ისინი არ დაემორჩილნენ სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლების მითითებებს და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„საქართველოს რკინიგზა“ მოუწოდებს და აფრთხილებს ყველას თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან, დადაიცვან უსაფრთოების ზომები. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია დაცული იყოს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. დაუშვებლად მიგვაჩნია ადამიანების სიცოცხლესა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემების პოლიტიზირება და დეზინფორმაციის გავრცელება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა