გიორგი გახარიას განცხადებით, როდესაც პოლიციელებს თავს ესხმიან, მათ რეზინის ტყვიების გამოყენების უფლება კი არა, ვალდებულება აქვთ

როდესაც თქვენ ხართ პოლიციელი, თქვენ გესხმიან თავს ქვებით, ხელკეტებით, პლასტმასის ბოთლებით, რომელიც სავსეა ქვებით და ასევე მეტალის კონსტრუქციებით და არ გაქვთ არანაირი საშუალება თავდაცვის, რა თქმა უნდა, მათ რეზინის ტყვიის გამოყენების უფლება კი არა, ვალდებულება ჰქონდათ, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მინისტრმა განმარტა, თუ რა განკარგულებები და ბრძანებები გაიცემა უშუალოდ მის მიერ და რა თანხმდება მინისტრთან.

„კანონში პირდაპირი მითითებაა, რომ გაზის გამოყენება საჭიროებს მინისტრის განკარგულებას, ბრძანებას და არა წერილობითს. წყლის ჭავლის გამოყენება საჭიროებს მინისტრთან შეთანხმებას. რეზინის ტყვიების გამოყენება, იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება გეგმის მიხედვით, ასევე საჭიროებს შეთანხმებას, თუმცა თუ ეს არის გადაუდებელი აუცილებლობა, თუ პოლიციელს აქვს განკარგულება, რომ გამოიყენოს ყველა სპეციალური საშუალება, მას შეუძლია ამის გამოყენება. როდესაც თქვენ ხართ პოლიციელი, დგახართ პირველ რიგში, როდესაც თქვენ გესხმიან თავს ქვებით, ხელკეტებით, პლასტმასის ბოთლებით, რომელიც სავსეა ქვებით და ასევე მეტალის კონსტრუქციებით და წართმეული გაქვთ ფარი, არ გაქვთ არანაირი საშუალება თავდაცვის და თქვენი, თქვენი კოლეგის, მეგობრის, ასევე პოლიციელის სიცოცხლე არის საფრთხეში, რა თქმა უნდა მათ რეზინის ტყვიის გამოყენების უფლება კი არა ვალდებულება ქონდათ. მაშინ როდესაც, რეზინის ტყვია, რომელიც მათ აღჭურვილობაში გააჩნიათ, სრულად შეესაბამება კანონს, სრულად შეესაბამება საერთაშორისო ნორმას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა