ვახტანგ ძაბირაძე - გახარიამ შს მინისტრის თანამდებობა უნდა დატოვოს, ვიდრე 20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება არ დასრულდება

გვყავდა „რკინის მინისტრი“, მერე გვყავდა „ხერხემალი მინისტრი“, მაგრამ ამან იმ ხელისუფლებებს არაფერი მოუტანა. ეს უნდა გაითვალისწინოს ამ ხელისუფლებამ და სხვა გზა უნდა მოძებნოს. გახარიამ შს მინისტრის თანამდებობა უნდა დატოვოს, ვიდრე 20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება არ დასრულდება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ შს მინისტრის გიორგი გახარიას ინტერვიუს კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარია საუბრობს, რომ პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა რაში გამოიხატება ეს პასუხისმგებლობა არავინ იცის, „ალბათ, თავად გახარიამაც არ იცის და ყველაზე დიდი უბედურება სწორედ ეს არის“.

„რაც შეეხება იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი, თურმე ნაწილობრივ იზიარებს მის მოსაზრებას 20-21 ივნისის მოვლენებზე... თუ არ იზიარებს, მაშინ მიტინგის მოწყობა არ დასჭირდება, ისე გადააყენებს პოსტიდან. ან რაში გამოიხატება ის, რომ არ ზიარებს მის მოსაზრებას?! ახლა, გიორგი გახარია რაღაცნაირად ცდილობს ბიძინა ივანიშვილი კარგი კაცი გამოიყვანოს?! ე.ი ძირითად ნაწილში იზიარებს გახარიას მოსაზრებას და იმდენად, რომ მას მინისტრად ტოვებს. რეალურად საუბარია პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, აქ საუბარი ხომ არ არის დანაშულზე?! ან იღებ ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ან არა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ერთადერთი რამ არის - უნდა გადადგეს. თუ არადა მაშინ არის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ეს კი სხვა პრობლემა“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ექსპერტის თქმით, იმის გამო, რომ 20-21 ივნისის მოვლენების ფონზე გახარია შს მინისტრის პოსტზე რჩება, გამოძიების მიმართ ნდობა დაბალია. ამასთან, მისი თქმით, რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ახალგაზრდების აქცია პარლამენტთან, თუ ხელისუფლებას არ უნდა, გახარიას ვერ გადაყენებენ.

„იქ, რომ მხოლოდ ერთი საკითხი იყოს უფლებამოსილების გადაჭარბება ან არგადაჭარბების შესახებ, კიდევ შეიძლება რაღაცზე ისაუბრო. იქ მეორე საკითხი - პოლიტიკური დგას,ასევე საუბარია სახელმწიფო გადატრიალების თემაზე. ამიტომ ამ გამოძიებას თუ სერიოზულად შევხედავთ, ყოველგვარი პარტიულობის გარეშე, იქ რაც ხდებოდა, სერიოზულად გამოსაძიებელია. ვგულისხმობ მთელ პროცესს, დაწყებული იმით, რომ მომიტინგეები სპეცრაზმზე, პოლიციაზე შეტევას ახორცილებდნენ და დამთავრებული იმით, რომ მოხდა დარბევა. ამიტომ ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია სანდოობა იყოს გამოძიებისადმი. ჩვენი პრობლემაა ის, რომ სასამართლოსადმი ნდობა არის ნულის ტოლი, პროკურატურას არ ვენდობით და ახლა, მინისტრს არ ვენდობით. ახლა, ასეთ ვითარებაში, როდესაც მინისტრი თავის ადგილზე რჩება, გამოძიებისადმი ნდობა როგორ იქნება?!როგორ კარგადაც არ უნდა ჩატარდეს, საზოგადოების მხრიდან მას ლეგიტიმაცია არ ექნება“, - აცხადებს ძაბირაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა