ორი პირი, რომლებსაც აქციის მონაწილეები პროვოკაციაში ადანაშაულებენ, ძველი თბილისის სამმართველოში მიიყვანეს

ორი პირი, რომლებსაც აქციის მონაწილეები პროვოკაციაში ადანაშაულებენ, ძველი თბილისის სამმართველოში მიიყვანეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ლექსო მაჭავარიანის განცხადებით, ამ დროისთვის პოლიციის შენობაში მოწმეების დაკითხვა და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სამმართველოსთან იმყოფებიან „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია და აქციის რამდენიმე მონაწილე. ისინი პარლამენტის შენობის წინ მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვდნენ.

ცნობისთვის, აქციის დასრულების შემდეგ, პარლამენტის წინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათთან ორი პირი მივიდა, რომლებიც ითხოვდნენ იმ ტერიტორიაზე შესვლას, სადაც აპარატურა არის განთავსებული და აქციის მონაწილეებს რუსულ ენაზე უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, რის შემდეგაც მათ აქციის მონაწილეებს , მათ შორის არასრუწლოვანს და ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა