პასკალ მენიე გახარიას გადადგომაზე - მე არ შემიძლია ეს გადაწყვეტილება მის ნაცვლად მივიღო

ვფიქრობ, გამოძიება სახალხო დამცველის აპარატის თანამონაწილეობით უნდა ჩატარდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოსახლეობა კმაყოფილი დარჩეს იმით, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება, - ასე გამოეხმაუარა საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე ქვეყანაში 20 მაისს განვითარებულ მოვლენებსა და იმ საკითხს, თუ ვის უნდა დაეკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

ელჩის თქმით, გამოძიების ჩატარების შემდეგ ის, უნდა გადადგეს თუ არა მინისტრი გახარია, უკვე პირადი პასუხისმგებლობის საკითხი იქნება.

„ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებმა ვითარება ისე უნდა დაინახონ, როგორც ეს არის და როგორც იყო და ამის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილება. მე არ შემიძლია ეს გადაწყვეტილება მის ნაცვლად მივიღო,“ - განაცხადა ელჩმა.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რომელიც ეხებოდა იმას, ინაწილებდნენ თუ არა ელჩები მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას გახარიასთან ერთად, რომელმაც განაცხადა, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ადევნებდნენ თვალს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს, ელჩმა განაცხადა, რომ ის იქ არ ყოფილა და არაფრის თქმა არ შეუძლია.

„დიპლომატები აქ დასახმარებლად არიან, განსაკუთრებით დიპლომატები ევროკავშირიდან, იმიტომ რომ მათ საქართველო მოსწონთ და სურთ, რომ ქვეყანა წარმატებული იყოს, ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია, იმისთვის, რომ მოსახლეობის ერთიანობას შევუწყოთ ხელი, რადგან ჩვენ არ ვართ მოხარულები იმის დანახვით, თუ როგორი დანაწევრებულია მოსახლეობა. ჩვენ ასევე ულტრამემარჯვენე ძალების გააქტიურების თვითმხილველები ვხდებით. ვფიქრობ, ყველა ადამიანი ერთმანეთს პატივს უნდა სცემდეს და არ უნდა იყენებდეს სიძულვილის ენას ან შეურაცხმყოფელ რიტორიკას ერთმანეთის მისამართით. ეს ჩვენი სურვილია. ჩვენ არ შეგვიძლია პასუხისმგებლები ვიყოთ ხელისუფლების მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე. თუ ისინი გვეკითხებიან აზრს, ჩვენ ვაფიქსირებთ. პირადად მე ყოველთვის გულწრფელად ვაფიქსირებ აზრს. მაგრამ ამის შემდეგ ის მათი პასუხისმგებლობაა, ისინი არიან არჩეულები, მათ აქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს მათი ვალდებულებაა მოსახლეობის წინაშე, რომ გააზრებულად იმოქმედონ,“ - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა