15 ივლისს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში მიემგზავრებიან

15 ივლისს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში ვიზიტს გეგმავენ. ამის შესახებ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ლომიამ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტის მიზანია შეამსუბუქოს ის სანქციები, რომელიც რუსეთმა საქართველოს დაუწესა.

„20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ ძალიან დაიძაბა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, შეწყდა გზავნილები, 40 ათასზე მეტი ჯავშანი გაუქმდა, ასევე შეწყდა პირდაპირი ფრენა, ასევე აღარ გადის ჩვენი პროდუქცია რუსეთის ფედერაციაში, ანუ ჩვენ ფაქტობრივად სერიოზული ეკონომიკური ზარალი განვიცადეთ. „პატრიოტთა ალიანსმა“ მიიღო გადაწყვეტილება ჩასულიყო მოსკოვში. ჩვენ მოსკოვში უნდა შევხვდეთ კოლეგებს, რუსს დეპუტატებს, რომ რამენაირად ეს სანქციები შევაცვლევინოთ და საბოლოო ჯამში მოვახსნევინოთ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ვიზიტი მოსკოვში სიკეთეს მოუტანს ჩვენ ქვეყანას. რუსეთის პრეზიდენტმა მართალია თქვა, რომ მას სურს სანქციები არ დაწესდეს, მაგრამ დუმამ მაინც მოამზადა სანქციების პაკეტი და გადაუგზავნა მთავრობას ხელმოსაწერად, ეს ჩვენ ვიცით რუსი დეპუტატებისგან. ჩვენი ვიზიტით გვსურს პრევენციულად გავესაუბროთ და ვთხოვოთ, გამოიწვიონ ეს სანქციების პაკეტი“, - განაცხადა ლომიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა