მოლდოვის პრემიერი რეფორმების გატარებაში დახმარებას მიხეილ სააკაშვილს სთხოვს

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ სურს მიიღოს დახმარება საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისგან იუსტიციის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სააკაშვილის მმართველობის პერიოდის სპეციალისტებთან. ჩვენ ვამუშავებთ იუსტიციის სისტემის რეფორმირების პროექტებს. ბატონი სააკაშვილი ახლა მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში უკრაინაში და ძალიან დაკავებულია, მაგრამ აგვისტოს ბოლომდე ჩვენ გვექნება საუბარი ამ თემაზე“, - განაცხადა მაია სანდუმ გამოცემა „Cotidianul“-თან საუბარში.

მოლდოვის პრემიერის სიტყვებით, ახლა ბიუჯეტში არ არის თანხა უცხოელი ექსპერტების გუნდის მოსაწვევად, თუმცა მაია სანდუს საერთაშორისო პარტნიორების დახმარების იმედი აქვს.

მიხეილ სააკაშვილმა ადრე გამოხატა მხარდაჭერა სანდუს მთავრობის მიმართ და განაცხადა, რომ მზად არის დახმარებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა