ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო ინფრასტრუქტურა 80 მისამართზე განახლდა

ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, ამხანაგობების ოფიციალური მომართვიანობის საფუძველზე, სხვადასხვა უბანში 80 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა.

ამხანაგობების მიერ, პრიორიტეტების, ასევე საჭიროების განსაზღვრის მიხედვით და ბიუჯეტის გათვალისწინებით, მრავალბინიანი კორპუსების სახურავების განახლება 37 მისამართზე მოხდა, სართულშუა ნაპრალები ამოივსო ორ მისამართზე, წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია ცხრა მისამართზე შესრულდა, ლიფტები განახლდა 14 მისამართზე. ასევე, სადარბაზოები 14 მისამართზე გარემონტდა, საერთო სარგებლობის კიბეების აღდგენა ოთხ მისამართზე განხორციელდა; წყნეთში კი ორი სახლის გამაგრების სამუშაოები შესრულდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამგეობის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 14 100 ლარი დაიხარჯა.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამგეობა 100%-ით აფინანსებს და მათ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ახორციელებენ. ყოველი პროექტის დაფინანსებისას კი ამხანაგობების საერთო ანგარიშებზე შეტანილი თანხა - პროექტის ღირებულების 10% მათი საერთო ქონების განახლებას და გამწვანებას, ამხანაგობის სურვილის შესაბამისად, მოხმარდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა