„საარჩევნო განვითარების სკოლის“  ათდღიანი სწავლება თბილისსა და 25 მუნიციპალიტეტში ერთდროულად დაიწყება

„საარჩევნო განვითარების სკოლის“ ათდღიანი სწავლება თბილისსა და 25 მუნიციპალიტეტში ერთდროულად დაიწყება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს, „საარჩევნო განვითარების სკოლა“ 15 ივლისს, გაიხსნება. სასწავლო კურსს ახმეტაში ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გახსნის.

პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო ჩართულობის ზრდას და არჩევნების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. „საარჩევნო განვითარების სკოლა“ ასევე მიზნად ისახავს გაფართოვდეს და მოიცვას მთელი საქართველო, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტ ახალგაზრდას გაუზიარონ საკუთარი პროფესიული გამოცდილება.

საარჩევნო თემებთან დაკავშირებით სასწავლო კურსს 18-24 წლის ახალგაზრდები გაივლიან. "საარჩევნო განვითარების სკოლის" სასწავლო პროგრამა შემდეგ საკითხებს მოიცავს: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნები, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და ა.შ.

2015-2018 წლებში პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, სკოლების რაოდენობა წელს კიდევ გაიზარდა; სწავლება თბილისსა და 25 მუნიციპალიტეტში (გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, ახმეტაში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, დუშეთში, ახალგორში (წეროვანი, დევნილთა დასახლება), გორში, ხაშურში, ბორჯომში, ახალციხეში, ამბროლაურში, საჩხერეში, ზესტაფონში, სამტრედიაში, ხონში, ქუთაისში, ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში) გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა