აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში 60 მილიონი ლარის ღირებულების ორტრანშიანი ადგილობრივი ფასიანი ქაღალდები გაყიდა

აზიის განვითარების ბანკმა 60 მილიონი ლარი მოიზიდა ფასიანი ქაღალდების ეროვნულ ვალუტაში ორი ახალი გამოშვებით, რომლებიც საქართველოს ბაზარზე დღეს გამოვიდა. ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

ბანკის ცნობით, ADB-ის მიერ მსგავსი ორტრანშიანი ფასიანი ქაღალდების გამოცემა საქართველოს კაპიტალურ ბაზარზე 2015 წლის შემდეგ მესამედ ხორციელდება. ფასიანი ქაღალდები თანაბრად არის გადანაწილებული ტრანშებად- ერთი 30 მილიონი ლარის ოდენობის ტრანში სამწლიანი ვადით, ხოლო მეორე 30 მილიონი ლარის ოდენობის ტრანში 5 წლიანი ვადითა და ცვალებადი პროცენტით, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატის ტარიფებთან.

ADB-მა პირველად გამოსცა აქციები საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემის საშუალებით ხელმოწერისა და აუქციონის გზით. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2018 წლის დეკემბერში დაინერგა და ცენტრალური ბანკის სახსრებით ურისკო, სწრაფი და უსაფრთხო ოპერაციების ჩატარების საშუალებას იძლევა, რისთვისაც დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემას იყენებს. ADB-ის ფასიანი ქაღალდები, ასევე განთავსებულია საქართველოს საფონდო ბირჟაზე.

ორივე შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდების განთავსება უზრუნველყო სააქციო საზოგადოება „Galt & Taggart“-მა და სრულად არის გამოწერილი საქართველოში ინსტიტუციური ინვესტორების მიერ.

„ADB ძალისხმევას არ იშურებს, რათა განვითარდეს ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ბაზრები. ამ ფასიანი ქაღალდების გამოცემით ეროვნულ ვალუტაში გაიცემა თანხები არა მხოლოდ ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების განსახორციელებლად, არამედ ამით ხელს ვუწყობთ განვითარებას, რაც საქართველოს მოწინავე ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობით გამოიხატება“,- განაცხადა „ADB“-ის ხაზინის უფროსმა პიერ ვან პეტეგემმა.

„საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი სამოქალაქო და კერძო სექტორების ერთობლივი ძალისხმევით და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების აქტიური მხარდაჭერით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. ADB-ს საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში მოწინავე ადგილი უკავია და ხელს უწყობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებას, მათ შორის 2015 წლიდან ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოცემას. ახალი ფასიანი ქაღალდების გამოცემა, რომელთა გაყიდვაც დღეს დაიწყო და 15 ივლისს დასრულდება, მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს, რადგან პირველად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ფასიანი ქაღალდების გამოცემა და შენახვა ხდება ახალი GSSS ფარგლებში, რომელშიც ცენტრალური ბანკი გვევლინება ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტორი დეპოზიტორად. ჩვენ გვჯერა, რომ ფასიანი ქაღალდები პოპულარობით ისარგებლებს ინვესტორებს შორის და ველით აზიის განვითარების ბანკთან სამომავლო ინიციატივებზე მუშაობას“, -განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა.

„ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული შემოსავლების გასესხება მოხდება სააქციო საზოგადოება კრედო ბანკზე (Credo) ახალი პროდუქტების გამოსაშვებად, მათ შორის სოფლად და დედაქალაქის გარეუბნებში მცხოვრები მცირე შემოსავლიანი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და იპოთეკურ სესხებზე გასაცემად. „კრედო ბანკის“ გრძელვადიანი სესხები განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება ოჯახებისთვის, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ და რომლებიც ბანკის კლიენტების დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ. კრედოს ეს გრძელვადიანი სესხები წაადგება არა მხოლოდ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, არამედ მშენებლობის გზით სოფლად შემოსავლის მიღების შესაძლებლობების გაზრდას.

„ოთხწლიანი წარმატებული პარტნიორობის შემდეგ, ჩვენთვის დიდი პატივია ADB-გან მეორე სესხის მიღება. ეს ადგილობრივად დაფინანსებული ტრანზაქცია დაეხმარება ფინანსური სექტორის განვითარებას და ამავე დროს უზრუნველყოფს გრძელვადიან ადგილობრივ დაფინანსებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სოფლად მცხოვრები ოჯახების ფინანსურ მხარდაჭერას“,- განაცხადა „კრედო ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა ფირცხელავამ.

ADB რეგულარული მსესხებელია საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების წამყვან ბაზრებზე და ამავე დროს ის არის სესხების წამყვანი გამცემი აზიის განვითარებად ქვეყნებში, ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრების განვითარების, როგორც საბანკო სესხების ალტერნატივის წახალისების მიზნით. 2019 წელს, ADB-მა დენომინირებული ფასიანი ქაღალდები გამოსცა ინდონეზიურ რუპიაში, ყაზახურ ტენგესა და ფილიპინურ პესოში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა