შს მინისტრის მოადგილე -  ვენის კონვენციის დარღვევებზე  საუბარი  მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძის განცხადებით, გუშინ მინისტრ გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას 20 ივნისს დიპლომატებთან კომუნიკაციის შესახებ მედიაში ინტერპრეტირება მოჰყვა.

„დღეს რამდენჯერმე გავაკეთეთ განმარტება ამასთან დაკავშირებით და მინდა ნათლად განვმარტო, რა იყო ნაგულისმები. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია მოჰყვა, მათ შორის ზოგიერთი ცოტა აბსურდულიც. ნათლად განვმარტავ, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა გერმანიის ელჩი. დღეს თავად გერმანიის ელჩმაც გააკეთა ამაზე განცხადება. მან 20 ივნისის ღამეს განცხადება გააკეთა. იყვნენ მთელი რიგი ელჩები და საელჩოები, რომლებიც პირდაპირ კავშირზე იყვნენ ჩვენთან, მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა ხდებოდა ეს მოვლენები. რა თქმა უნდა, არავინ ამბობს, რომ ელჩები იყვნენ ჩართული რაღაცა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში - ეს საერთოდ წარმოუდგენელია. დღეს, ზოგიერთი მედიასაშუალებით ვენის კონვენციის დარღვევებზეც იყო საუბარი. ეს უბრალოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. მინდა განვმარტო, რომ ვენის კონვენციის 44-ე მუხლი ამბობს, რომ იმუნიტეტის მქონე პირები, ანუ დიპლომატები და მათი ოჯახები, როცა ქვეყანაში ისეთი დონის დაძაბულობაა, როგორიც მაგალითად არის სამხედრო ან შეიარაღებული კონფლიქტი, ასეთ სიტუაციას უნდა გაარიდო და შეუქმნა ყველა საშუალება, რომ გაარიდო ასეთ ვითარებას. ანუ, არ ვიცი, საერთოდ რა კავშირშია ვენის კონვენციის დარღვევა იმ მოვლენებთან, მით უმეტეს, როცა ჩვენი ოპონენტები ბრძანებენ, რომ იქ საერთოდ დაძაბულობაც არ ყოფილა და მშვიდობიანი აქცია იყო, რომელიც პოლიციამ დაარღვია.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ განვარტავ, 20 ივნისის ღამეს პარლამენტში იმყოფებოდა გერმანიის ელჩი, რომელიც აკვირდებოდა პროცესებს, ამაზე თავადაც გააკეთა განმარტება. ასევე მთელი რიგი საელჩოები იყვნენ ჩვენთან კავშირზე, როგორც ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის დროს ჩვენ მათ ვაწვდით ამომწურავ ინფორმაციას იმის თაობაზე თუ რა ხდება. საუბარია ინფორმაციის მიწოდებაზე. ზოგადად, საერთაშორისო დიპლომატიური ურთიერთობებს თავის ჩარჩოები აქვს და არ გულისხმობს, რაღაცა პროცესებში ჩარევას. ეს ალბათ, თავად ელჩებმაც განმარტეს დღეს და ამაზე ინტერპრეტაციები უბრალოდ წარმოუდგენელი და მიუღებელია. იმ ღამეს, თუ გახსოვთ, მთელმა რიგმა საელჩოებმა გააკეთეს განცხადებები და სიმშვიდისკენ მოუწოდეს ყველა მხარეს. ჩვენც მუდმივად ვაწვდიდით მათ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა ხდებოდა, რა მოვლენები ვითარდებოდა. თუმცა, ჩვენი ინფორმაციის მიწოდების გარეშეც, პირდაპირ ეთერში, ყველა არხის მეშვეობით, მთელი ღამის განმავლობაში ეს მოვლენები გადაიცემოდა და უბრალოდ ყველა ხედავდა ამას. შესაბამისად ჩემი აზრით ეს ინტერპრეტაციები უბრალოდ ზედმეტია",- განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა