სომალიში ტერაქტის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

სომალის სამხრეთში მდებარე საპორტო ქალაქ კისმაიიუში, სასტუმროზე ტერორისტების თავდასხმის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა. მძიმედ დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. თავდასხმა ტერორისტული დაჯგუფება „აშ-შაბაბის“ ტერორისტებმა განახორციელეს.

სასტუმროში, სადაც ტერაქტი მოხდა, შეხვედრა მიმდინარეობდა, სადაც მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე მსჯელობდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი უხუცესები, არჩევნებში მონაწილე კანდიდატები და ჟურნალისტები. სასტუმროს ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული მანქანა დაეჯახა და შემდეგ სროლა ატყდა. პოლიციასთან ორმხრივი სროლა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.მოკლულია 4 ტერორისტიც.

დაღუპულებს შორის ორი ჟურნალისტია: სომალელ-კანადელი ჟურნალისტი, „Integration TV“-ს დამფუძნებელი ჰოდან ნალეიაჰი და „SBC TV“-ს რეპორტიორი მოჰამედ საჰალ ომარი. დაღუპულებს შორის არიან არჩევნებში მონაწილე კანდიდატებიც.

ისლამისტური დაჯგუფება „აშ-შაბაბი“ სომალის დედაქალაქ მოგადიშოდან 2011 წელს განდევნეს, 2012 წელს კი, ქალაქი კისმაიიუდან, რასაც ისინი დღემდე ვერ ეგუებიან. ეს ტერორისტული დაჯგუფება დღემდე რჩება სომალის უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად, რადგან ისინი ხშირად აწყობენ ტერაქტებს სომალიშიც და მეზობელ კენიაშიც.

ამ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა