ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ტვიბი კვლავ გარესამყაროს არის მოწყვეტილი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ტვიბი ამ ეტაპზე კვლავ მოწყვეტილია გარე სამყაროს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა განუცხადა.

მერის განცხადებით, აღდგენითი სამუშაოები ერთ საათში დაიწყება და დღის ბოლომდე გზა გაიხსნება.

„უამინდობის გამო აქამდე ვერ მოხერხდა სამუშაოების დაწყება, ერთ საათში დაიწყება აღდგენითი სამუშაობი და დღეს საღამოს გზას გავხსნით. ასევე შემოგარენ სოფლებში: ხელედში, ბაბილში, ყარიშში გვაქვს გზების პრობლემა, სადაც იმუშავებს ტექნიკა. რაც შეეხება ზარალს, მოსახლეობის სახნავ-სათესები ქარმა გაანადგურა. ძირითადი გზები, რომლებიც ჩაკეტილია, დღეს გაიხსნება, მაგრამ დამატებითი სამუშაოები გაგრძელდება ორშაბათიდან“, - განაცხადა ლიპარტელიანმა.

იხილეთ ვიდეო: გარესამყაროს მოწყვეტილი სოფელი, წაღებულია გზები და ხიდ-ბოგირები, განადგურებულია სავარგულები - რა პრობლმები შექმნა ლენტეხში ძლიერმა წვიმებმა?

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა