„112“-ში ე.წ. MPDS პროტოკოლების ტრენინგი მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ში ე.წ. MPDS პროტოკოლების ტრენინგი მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ტრენინგი არის ინციდენტის ტიპებისა და პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამა ProQA-ის დანერგვის პროცესის ნაწილი.

ProQA მუშაობს სპეციალური სამედიცინო, სახანძრო და საპოლიციო პროტოკოლების გამოყენებით და მისი მთავარი დანიშნულებაა ინციდენტის პრიორიტეტების მაღალი სიზუსტით დადგენა და ინციდენტის შესაბამისი სატელეფონო ინსტრუქციების გაცემა. აღნიშნულ ტრენინგებში „112“-ის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და ქ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შესაბამისი თანამშრომლები არიან ჩართულები.

ტრენინგების გავლის შემდეგ ინსტრუქტორები „112“-ის ქოლ-ცენტრის 300-მდე თანამშრომელს გადაამზადებენ ProQA-ისა და მისი პროტოკოლების მოხმარებაში. ProQA მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში გამოიყენება და მისი პროტოკოლები მუდმივად იხვეწება და ვითარდება, რათა სრულად შეესაბამებოდეს გადაუდებელი შემთხვევების მართვის მსოფლიო სტანდარტებს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა ქართულად ითარგმნა და კულტურული კომიტეტების შეხვედრებზე მოხდება მისი მორგება ქართულ რეალობაზე. აღნიშნულ პროცესში ჩართულები არიან „112“-ის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, ქ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.

ProQA – გადაუდებელი დახმარების ინციდენტის ტიპებისა და საქმის პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამა წლის ბოლოს დაინერგება. პროგრამის მთავარი უპირატესობებია: ინფორმაციის დამუშავების პროცესის გამარტივება, ინციდენტის პრიორიტეტების სწორედ და შეუცდომლად განსაზღვრა, გადაუდებელი დახმარების რესურსის რაციონალური გადანაწილება და გადაუდებელი დახმარების დაწყება დარეკვისთანავე და მისი უწყვეტობა სატელეფონო კონსულტაციების გზით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა