ავღანეთში, მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლები სასტუმროს თავს დაესხნენ. მოკლეს დაცვის სამი თანამშრომელი და დაჭრეს 10 ადამიანი. შეტაკება პოლიციასა და „თალიბანის“ მებრძოლებს შორის რამდენიმე საათი გრძელდებოდა, ორი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
დაჭრილებს შორის არიან პოლიციელები და ბავშვები.
ამ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.