20 ივნისს, სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, 230-მდე პირი გამოიკითხა

20-21 ივნისს, აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 230-მდე პირია გამოკითხული. ამის შესახებ გენერალური პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საქმეზე ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გრძელდება მტკიცებულებების, მათ შორის პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიებისა და სხვა ნივთების ამოღება. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.

„ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე. საქმეზე ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ამ ეტაპზე გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია 230-მდე პირი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გრძელდება მტკიცებულებების, მათ შორის პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიებისა და სხვა ნივთების ამოღება. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.

საქართველოს გენერალური პროკურატურა საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად კვლავ განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოება დროულად იქნება ინფორმირებული.

პროკურატურა რეაგირების გარეშე არ დატოვებს გამოძიების დისკრედიტაციის არც ერთ მცდელობას, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის. ამავე დროს, შესაბამისი საგამოძიებო უწყებები დაადგენენ ყველა იმ პირის ბრალეულობას, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ჯგუფურ ძალადობას და მონაწილეობდნენ მასში პარლამენტის შენობაში შეჭრის მიზნით“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა