„ვითიბი ბანკი“ მომხარებელს ახალი ტიპის საკრედიტო ბარათს - V CARD-ს სთავაზობს

„ვითიბი ბანკი“ მომხარებელს სრულიად ახალი ტიპის საკრედიტო ბარათს - V CARD-ს სთავაზობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ვითიბი ბანკიდა“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, V CARD - ით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით - 16,9%, ხოლო ეფექტური 19,7%. ყოველთვიური შენატანი ათვისებული ძირითადი თანხის მხოლოდ 2% - ს შეადგენს.

„V CARD -ის კიდევ ერთ უპირატესობას ბანკომატში განაღდების ყველაზე დაბალი საკომისიო წარმოადგენს. ბანკომატში განაღდებისას მომხმარებლებს 3-ჯერ ნაკლების გადახდა მოუწევთ, ვიდრე სხვა ნებისმიერი საკრედიტო ბარათის შემთხვევაში. V CARD -ს ასევე ყველაზე მაღალი საკრედიტო ლიმიტი, 30 000 ლარი, აქვს. აღნიშნული ბარათით ტერმინალებში ან ინტერნეტით ანგარიშსწორებისას მოქმედებს „ქეშბექი“ და თანხის 1% ნაღდი ფულის სახით მომხარებელს უკან უბრუნდება.

ყველა სხვა საკრედიტო ბარათისგან განსხვავებით V CARD-ის მფლობელებს შეუძლიათ საკრედიტო ლიმიტის, სამომხარებლო სესხად კონვერტირება“, - აცხადებენ ბანკში.

უშუალოდ „ვითიბი ბანკის“ საცალო ბიზნესის დირექტორის, ვალერიან გაბუნიას განცხადებით კი, ბარათის პირობები ბაზარზე უკონკურენტოა.

„ვითიბი ბანკი“ დღეს მომხარებელს აბსოლუტურად ახალი ტიპის, რევოლუციურ ბარათს სთავაზობს. V CARD მომხმარებლის გამოკითხვის შედეგად შეიქმნა და მთლიანად ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს და მოლოდინებს. შედეგად, ბარათის პირობები უკონკურენტოა ბაზარზე და მთლიანად მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული, როგორც ძირითადი პირობების, ისე მოქნილობის თვალსაზრისით“,- განაცხადა ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა