20 ივლისს, თბილისს ცნობილი მუსიკალური ჯგუფი Polo & Pan ეწევევა და კონცერტს გამართავს

20 ივლისს, თბილისს ცნობილი მუსიკალური პროექტი Polo & Pan ეწევევა და კონცერტს გამართავს. „Polo & Pan-ს თბილისში კონცერტის გამართვა ძალიან უნდოდა და ქართველი მსმენელის წინაშე „ლაივითა“ და ორი შემსრულებლით წარსდგება. სახელმწიფო პანტომიმის თეატრის კოსტიუმირებული მიმები კი მუსიკის, მოძრაობისა და პლასტიკის ულამაზეს შერწყმას წარმოადგენენ“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები, ორგანიზაცია „ორიგამის“ დამფუძნებლები.

ამასთან, მათივე განმარტებით, სტუმრებისთვის სიურპრიზი აქვთ.

„კერძოდ, Origami წარმოგიდგენთ Cercle-ს მასტრკლასს, სადაც მათი გუნდის წევრები - დერეკ ბარბოლა და ფილიპ ტუჩმანი გაგვიზიარებენ გამოცდილებას „ივენთების“ ორგანიზებასა და მუსიკალური ინდუსტრიის შესახებ.

Cercle- გუნდი ქმნის ყველასგან განსხვავებულ ივენთებს, მსოფლიოს ყველაზე ორიგინალურ ადგილებში. მათთვის პრიორიტეტია ლოკაციის ორიგინალურობა, რათა ელექტრონული მუსიკის ფონზე მსოფლიოს გააცნოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობა, სხვადასხვა ქვეყნიდან. Cercle-ის მასტერკლასები იმდენაც ცნობილია, რომ მათ დაანონსებისთანავე ყველა ბილეთი მაშინვე იყიდება.

ქართველ მსმენელს საშუალება ექნება 20 ივლისს 19:00 საათზე, ისინი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ეზოში იხილოს. დასწრება შეუძლია ყველას, ვისაც Polo & Pan (Live) -ის ბილეთები აქვს შეძენილი“, - განმარტავენ ორგანიზატორები.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს