თეიმურაზ კუპატაძე კელიების საპირფარეშოებად გამოყენებაზე - მერწმუნეთ, მსგავსი რამ არ ხდება, მესაზღვრეების განმარტებით, ქაღალდებს და ნაგავს იქ მომლოცველი ტურისტები ყრიან

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე თეიმურაზ კუპატაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ გარკვეულ კელიებს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საპირფარეშოებად იყენებენ.

როგორც კუპატაძემ დავით გარეჯში საქართველო-აზერბაიჯანის მხარეებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ქაღალდებს და ნაგავს, როგორც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები განმარტავენ, იქ ყრიან მომლოცველი ტურისტები.

როგორც კუპატაძემ აღნიშნა, ტერიტორია თავად აზერბაიჯანელებმა დაასუფთავეს და პირობა მისცეს ქართულ მხარეს, რომ იქ, სადაც კელიებია, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არ ივლიან.

"მერწმუნეთ, მსგავსი რამ იქ არ ხდება. ქაღალდებს და ნაგავს, როგორც თვითონ განმარტავენ, იქ ყრიან მომლოცველი ტურისტები, რომლებიც იქ ჩადიან. ეს იყო ძველი დარჩენილი ნაგავი, როცა მათ (ტურისტებს) გადაადგილების საშუალება ჰქონდათ. თვითონვე დაასუფთავეს ეს ადგილები და პირობა მოგვცეს, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც კელიებია აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არ გადაადგილდებიან, ამიერიდან ივლიან მხოლოდ საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე", - განაცხადა კუპატაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა