საქართველო 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გაიმართება. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფომრაციით, მასპინძელი ქვეყანის გამოსავლენ კონკურსზე საქართველო დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა.

მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყეტილება დღეს მიუნხენში FIBA EUROPE -ის ბორდმა მიიღო.

„საქართველოს პრეზიდენტი ბორდის წინაშე მოხსენებით გამოვიდა და საქართველოს შესახებ ვიდეორგოლი წარადგინა. მოხსენებაში სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნის მზაობას FIBA EUROPE -2021 მასპინლობის შესახებ. ასევე, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნი თორნიკე შენგელია“, - აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: საქართველო 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა