ირაკლი ღლონტი მისი დაკითხვის დეტალების შესახებ საუბრობს

პარტია "კანონი და სამართალის" გენერალური მდივანის ირაკლი ღლონტის დაკითხვა სასამართლოში დასრულდა. ღლონტი საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში პასუხობდა. როგორც დაკითხვის დასრულების შემდეგ ღლონტმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა.

"ჩემი შეფასებით, მათ მიერ დასმულ ყველა კითხვაზე ამომწურავად ვუპასუხე. ვიმეორებ, საგამოძიებო უწყებასთან, პასუხისმგებელ პირებთან იქით მაქვს შეკითხვები რა გახდა იმ დღეს ქართველთა სისხლის დაღვრის საფუძველი. ამ კითხვებს არ შევწყვეტ იქამდე, სანამ პასუხებს არ მივიღებ. რაც შეეხება კითხვებს, მეკითხებოდნენ, რატომ ჩაიშალა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ინიცირებული შეხვედრა საზოგადოებასთან. მე ვუთხარი, რომ ეს პირიქით, იქით მაინტერესებს. ამ შეხვედრის ჩაშლის შემდეგ მოხდა დარბევა. მეკითხებოდნენ , რაიმე შემხებლობა მქონდა თუ არა ჩემ კოლეგებთან, ვთათბირობდი თუ არა და გავეცი პასუხი, რომ ჩემ კოლეგებთან ყოველთვის ვთათბირობ, კონსულტაციები მაქვს, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში სიტყვით გამომსვლელთა რიგში ვიდექი. აინტერესებდათ, რა მოწოდებებს ვავრცელებდი. ვავრცელებდი მოწოდებებს, რომ გავრილოვის და პუტინის ადგილი არ არის ქართულ ინსტუტუციებში და რომ ამას არასდროს შევეგუებოდით და რომ კონსტიტუციის ფარგლებში გავაკეთებდით განცხადებას. თითოეული ჩემი განცხადება საჯაროდ დევს და შეუძლია ნებისმიერმა უწყებამ მოისმინოს, როგორ კონსტრუქციულად ვარ განწყობილი პოლიციის მიმართ იმის შემდეგაც კი, როცა გვესროლეს დამიზნებით.

მინდა ხელისუფლებას ვთხოვო, რომ დესტრუქცია და კანონგარეშე გადაწყვეტილებები თავიანთ გადაწყვეტილებებში ეძებონ. შეკითხვა იყო, მქონდა თუ არა პოლიციელებთან შემხებლობა. მქონდა ერთი შეხება, როცა ხელისუფლების მიერ მიღებული დესტრუქციული გადაწყვეტილების შემდეგ ხალხის მასასთან აღმოჩდნენ. მაქსიმალურად ვზრუნდავდი. სიტყვიერი შეურაცხყოფა არავის მიეყენებინა და არავის მიუყენებია", - განაცხადა ღლონტმა.

რაც შეეხება იმას, დაუსვეს თუ არა მას კითხვები სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით, ღლონტი ასე პასუხობს: "სახელმწიფო გადატრიალებასთან კითხვები ვისაც უჩნდება, ის ძალიან შორს დგას კანონთან და სამართალთან, ამ კითხვაზე, მე ვერ გიპასუხებთ".

ცნობისთვის, ოპოზიციონერი ლიდერები - ხატია დეკანოიძე, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ღლონტი და ბაჩუკი ქარდავა შს სამინისტრომ გამოკითხვაზე 12 ივლისს დაიბარა. ისინი სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს გამოკითხვაზე, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. გამოძიება ასევე მიმდინარეობს 325-ე მუხლითაც, რაც ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობასა და ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ღლონტი გამოკითხეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა