გიორგი ვაშაძე - ნუ ველოდებით მოწყალებას - ვიმოქმედოთ!

"ახალი საქართველოს" ლიდერმა კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის 5-პუნქტიანი გეგმა წარადგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ახალი საქართველოდან“ აცნობეს. გიორგი ვაშაძემ იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რომლის „წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც საქართველო დაძლევს ეკონომიკურ კრიზისს“ და ინტეგრაციას მოახდენს დასავლური უსაფრთხოების სისტემაში.

"დღეს საქართველოში მძიმე ვითარებაა. ღრმა პოლიტიკურ კრიზისს, მძიმე ეკონომიკური კრიზისის საფრთხე ემატება. ამ პირობებში აუცილებელია შეიქმნას ანტიკრიზისული გეგმა! უნდა ვიმოქმედოთ ეფექტურად, მოქნილად და სწრაფად, რათა ავიცილოთ დამატებითი ეკონომიკური პრობლემები. სამწუხაროდ, ჩვენ ისევ გვიწევს ბრძოლა თავისუფლებისთვის! კვლავ ვიმყოფებით რუსეთისგან აგრესიისა და სანქციების მოლოდინში, რომელიც ნაწილობრივ უკვე ამოქმედდა ტურიზმისა და პირდაპირი ავიამიმოსვლების მიმართულებით. ეს კი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ბოლო წლების განმავლობაში დაშვებულ შეცდომებს და თუ როგორი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა დასავლური უსაფრთხოების სისტემაში ინტეგრაცია და ქართული ეკონომიკის დივერსიფიცირება", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის გზებზე საუბრობს.

"და მაინც როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს? ეს არის მთავარი კითხვა დღეს! ნუ ველოდებით მტრისგან მოწყალებას! დროა ვიმოქმედოთ! მძაფრი კრიზისული ვითარების საპირწონედ გვაქვს მეგობარი ქვეყნებისგან მზაობა, მხარი დაუჭირონ საქართველოს. სწორედ ამიტომ გთავაზობთ კრიზისის დაძლევის ხუთპუნქტიან ინიციატივას სახელწოდებით - მხარდაჭერა საქართველოს!

1. პირველი ინიციატივა - საქართველო ახლოსაა: დაიწყოს ბევრად უფრო მასშტაბური და მიზნობრივი კამპანია იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს მაღალი ცნობადობა აქვს. საჭიროა პირდაპირი ყოველდღიური ავია-რეისების ორგანიზება ამ ქვეყნებში არსებული დიდი ქალაქებიდან მაგალითად - ლვოვი, დნეპროპეტროვსკი, გდანსკი, კრაკოვი , ვროცლავი, პოზნანი, რიგა, ვილნიუსი და ა.შ. მაქსიმალურად გამოვიყენოთ ქართული ავიაკომპანიები.

2. მეორე ინიციატივა - ესტუმრე საქართველოს: მსოფლიოს ცნობილმა პიროვნებებმა, ქართველებმა თუ უცხოელებმა, პოლიტიკოსებმა, სპორტსმენებმა, ხელოვანებმა, ჟურნალისტებმა, ბლოგერებმა, სომელიეებმა უნდა განათავსონ და გაავრცელონ საქართველოს მხარდაჭერის ვიდეო სათაურით - ესტუმრე საქართველოს! ყველა ვინც ჩაერთვება კამპანიაში, მიიღებს საქართველოს საპატიო ელჩის სტატუსს.

3. მესამე ინიციატივა - გაიცანი საქართველო და დააგემოვნე ქართული ღვინო: საქართველოში ჩამოსული თითოეული ვიზიტორი უნდა დასაჩუქრდეს წიგნით - საქართველოს ისტორიის შესახებ. წიგნში უნდა იდოს სტუმრის ბარათი, რისი მეშვეობითაც მისი მფლობელი უფასოდ შეძლებს ნებისმიერი მუზეუმის დათვალიერებას, გაეცნობა საქართველოს უნიკალურ ისტორიას და კულტურას. ასევე ბარათის მფლობელს ნებისმიერ რესტორანსა და სასტუმროში მიართმევენ ერთ ბოთლ ღვინოს უფასოდ.

4. მეოთხე ინიციატივა - მხარდაჭერა ქართულ რეგიონებს: სახელმწიფოს მიერ გაცემული სტუმრის ბარათით, ვიზიტორებს ექნებათ საშუალება გაათენონ ერთი ღამე მცირე სასტუმროებში ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში, (არა დიდ ქალაქებში) რასაკვირველია, უფასოდ, სახელმწიფოს დაფინანსებით.

5. ინიციატივა - საქართველო ღვინის სამშობლო: წელს, „თბილისობის“ დღესასწაული გარდავქმნათ ყოველწლიურ მსოფლიო ღვინის ფესტივალად. საელჩოებს უნდა დაევალოთ მოიწვიონ შესაბამისი ქვეყნის ლიდერები და მათ ქვეყნებში არსებული დიდი სავაჭრო ქსელების მენეჯერები და მეპატრონენი, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები და ღვინის მწარმოებლები", -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც ოპოზიციური პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ანტიკრიზისული გეგმის განხორციელების შემთხვევაში, ლარის კურსი მომენტალურად დაიწყებს გამყარებას, რადგან ნეგატიური ეკონომიკური მოლოდინები პოზიტიურით შეიცვლება.

"მოვიზიდავთ დამატებით ასობით ათას ტურისტს და შევძლებთ ღვინისა და საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის გასაღების ბაზრების დივერსიფიცირებას და რაც მთავარია, მტერი ჩვენზე ზემოქმედებას ვეღარ შეძლებს!"- ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა