საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისია მუშაობას უახლოეს კვირებში განაახლებს

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისია მუშაობას უახლოეს კვირებში განაახლებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ყველას მოუწოდა, კომისიას და შესაბამის უწყებებს მუშაობის საშუალება მისცენ.

„კომისია უახლოეს კვირებში განაახლებს მუშაობას და ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ანგარიში კომისიის შეხვედრის, მაგრამ აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ შესაბამისი უწყებები ყოველდღიურ რეჟიმში არიან კონტაქტზე თავის კოლეგებთან აზერბაიჯანში. 2 დღის წინ იყო სამწუხარო ინცინდენტი, რომელიც ამოწურულია. ეს არის ფაქიზი საკითხი, ძალიან მგრძნობიარე თითოეული ჩვენგანისთვის და ყველას მინდა ვთხოვო, მისცენ კომისიას და შესაბამის უწყებებს საშუალება გააგრძელონ ფუნქციონირება ნორმალურ რეჟიმში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა