პრემიერი კოალიციურ მთავრობაზე - "ქართული ოცნება“ არასდროს ითანამშრომლებს იმ ძალასთან, რომელიც ბოლო წლებში ორიენტირებული იყო მხოლოდ დესტრუქციაზე

„ქართული ოცნება“ არასდროს ითანამშრომლებს იმ ძალასთან, რომელიც მთელი ბოლო წლების განმავლობაში იყო ორიენტირებული მხოლოდ დესტრუქციაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე, IRI-ის კვლევებიდან გამომდინარე კოალიციური მთავრობის შექმნაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ კოალიციური მთავრობის ალბათობა „ქართული ოცნების“ ინიციატივამ გაზარდა, რომლითაც 2020 წელს არჩევნები პროპორიული წესით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

„ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროპორციულ არჩევნებზე, მითუმეტეს ნულოვანი ბარიერის პირობებში, რა თქმა უნდა, ამის ალბათობა გაცილებით მაღალია. მაგრამ 2020 წლის ოქტომბრამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი. მე ნაადრევად არ გავაკეთებდი ასეთ დასკვნებს. ეს იქნება დამოკიდებული მხოლოდ ქართველი ერის არჩევანზე. მაგრამ თვითონ საარჩევნო სისტემა, რომელიც ჩვენს მიერაა ინიცირებული, კოალიციური მთავრობის ალბათობას ნამდვილად ზრდის და აქაც ჩვენ ერთმნიშვნელოვანი პასუხი გავეცით. „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც არის გარანტი იმისა, რომ აუცილებლად მოხდება საქართველოს მშვიდობიანი განვითარება და მოხდება ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა, ანუ საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში. ამასთან ერთად, ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ არასდროს ითანამშრომლებს იმ ძალასთან, რომელიც მთელი ბოლო წლების განმავლობაში იყო ორიენტირებული მხოლოდ დესტრუქციაზე და იმაზე, რომ როგორმე საქართველო გაეხადათ აგრესიული დღის წესრიგის მძევალი, გინდა საგარეო და გინდა საშინაო პოლიტიკაში, რომელმაც ძალიან დიდი ტკივილი მიაყენა საზოგადოებას და ძალიან დიდი ზიანი ჩვენ ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა