პრემიერის განცხადებით, სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ რუსეთში ტურიზმის მარკეტინგულ კამპანიაზე 13 მილიონი ლარი დაიხარჯა

ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ამან ძალიან ბევრ მოქალაქეს საშუალება მისცა, დაეწყო მცირე და საშუალო ბიზნესი და შეექმნა სამუშაო ადგილები, - ასე უპასუხა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას, რამდენად სწორი იყო, რომ ბოლო 6 წელში რუსეთში ტურიზმის მარკეტინგულ კამპანიაზე საქართველომ 13 მილიონი ლარი დახარჯა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველომ რუსეთში მარკეტინგულ კამპანიაში დახარჯული ფულის შესაბამისი უკუგება მიიღო და ამდენად, ეს სწორი გადაწყვეტლება იყო. თუმცა პრემიერმა აქვე დასძინა, რომ წელს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მარკეტინგის ბიუჯეტის ფოკუსი ახალ ბაზრებზე გადაინაცვლებს.

„ეს თანხა მარკეტინგის ბიუჯეტის დაახლოებით 18%-ია. თქვენ რას ფიქრობთ, არ უნდა დახარჯულიყო? როდესაც სახელმწიფო მარკეტინგულ კამპანიას აწარმოებს, აუცილებელია, შევხედოთ უკუგებას, თითოეულ ინვესტირებულ თანხაზე რა უკუგებაა. წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტის ფოკუსი მთლიანად გადასულიყო ახალ ბაზრებზე, ვინაიდან ეს ბაზარი ისედაც აქტიურად ვითარდებოდა.

ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ამან საშუალება მისცა ძალიან ბევრ მოქალაქეს დაეწყო მცირე და საშუალო ბიზნესი და შეექმნა სამუშაო ადგილები.

საქართველოში ტურისტების ყველაზე დიდი რაოდენობა შემოდის თურქეთიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ყველგან ასე ხდება. სახელმწიფოს, რომელსაც ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარი აქვს, ყველაზე დიდი რაოდენობის ტურისტები სწორედ იმ ქვეყნიდან შემოვა. ამაში რამე არალოგიკურია, რასაც ვამბობ? საქართველოში ტურისტული სექტორის განვითარებაში დიდი წარმატება გვქონდა და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტი წარმატება გვექნება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ მიერ არჩეული სტრატეგია იყო სწორი,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, 2013-2019 წლების პერიოდში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო ბაზარზე მარკეტინგულ კამპანიაში ჯამში 70,707,893 ლარზე მეტი დახარჯა, რუსეთის ბაზარზე კი -13 მილიონი ლარი, ჯამური დანახარჯის 18.6% პროცენტი დაიხარჯა. მისივე განცხადებით, 2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ბაზარზე არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა