ადვოკატის განცხადებით, ხელისუფლება დაკავებულ მომიტინგეებს პოლიტიკურად დევნის

საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას იმის საშუალება, რომ მომიტინგეები, რომელთა მიმართ განხორციელდა აქტიური ძალადობა, თითო-თითოდ გამოგვაცალონ და დასაჯონ იმის გამო, რომ მათ გააპროტესტეს გავრილოვის ჩამოსვლა საქართველოში, - ამის შესახებ 20 ივნისის ღამით პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ვატო გელაშვილის ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის მხრიდან ეს არის პოლიტიკური დევნა და წარდგენილი მტკიცებულებებით სასამართლოში რამის დამტკიცება ძალიან გაუჭირდებათ.

"ამ მთავრობისგან, რომელიც სამწუხაროდ ახორციელებს მომიტინგეთა პოლიტიკურ დევნას, ბუნებრივია, ყველაფერია მოსალოდნელი. თუ ამ მტკიცებულების გარდა, რომელიც წარმოადგინეს არაფერი აქვთ, ამ შემთხვევაში ძალიან გაუჭირდებათ სამართლებივ და თავისუფალ სასამართლოში რამის დამტკიცება. იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ვნახეთ მაგალითად თამლიანის და სხვა ბრალდებულების საკითხებზე, სადაც არ არსებობდა ბრალის წარდგენის საფუძველი და მიუხედავად ამისა მაინც შეუფარდეს პატიმრობა, ამის გათვალისწინებით, დაახლოებით იგივე შედეგებს ველით ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის შემთხვევაშიც. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქმეს იძიებს პოლიცია და შეუძლებელია საკუთარი თავი დაადანაშაულოს. საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას იმის საშუალება, რომ მომიტინგეები, რომელთა მიმართ განხორციელდა აქტიური ძალადობა თითო-თითოდ გამოგვაცალონ და დასაჯონ იმის გამო, რომ მათ გააპროტესტეს გავრილოვის ჩამოსვლა საქართველოში და მისი მოთავსება პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში." - განაცხადა ვახტანგ იაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს განმარტებით, 1979 წელს დაბადებული ვატო გელაშვილი ფიზიკურად და სიტყვიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცავებს და აგრესიულად ცდილობდა პარლამენტის ტერიტორიაზე შეჭრას

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა