ანონსი  17 ივლისი

17 ივლისს, 10.00 საათზე, ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიხსნება მე-9 რეგიონული ტრენინგი სამხრეთ კავკასიის მუზეუმებისათვის „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კრიზისულ სიტუაციებში“. ღონისძიებას მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი დაესწრება.

17 ივლისს, 10.30 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ, გაიმართება სპეციალური ანგარიშის - "ათი წელი აგვისტოს ომიდან: დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში" - პრეზენტაცია.

17 ივლისს, 10:30 საათზე, დეპუტატი მირიან წიკლაური „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: დავით გარეჯი; ურთიერთობა რუსეთთან; მიმდინარე პოლიტიკურ საკითხები.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

17 ივლისს, 11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას დაიწყებს.

17 ივლისს, 11:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: მედიკამენტების პროგრამა.

საკონტაქტო : თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

17 ივნლისს, 11:00 საათზე, პარლამენტის წევრი, „სოციალ-დემოკრატი“ გია ჟორჟოლიანი “მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: დავით გარეჯში არსებული ვითარება; „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტი მოსკოვში; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

17 ივლისს, 11:00 საათზე, APTOS-ის ბიზნეს ცენტრში საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე აპარატის 2019 წლის 6 თვის საქმიანობის სტატისტიკის შესახებ პრეზენტაციას გამართავს და მედიას აპარატში მომართვიანობის ანალიზის მიხედვით, ბიზნესის ინტერესების დაცვის მიმართულებით გამოკვეთილი კრიტიკული საკითხების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

მის: ვახტანგ ორბელიანის ქ.20/4;

საკონტაქტო: ელენე კერესელიძე 598-25-19-91

17 ივლისს, 11:00 საათზე, „2020NEWS”-ის პრესკლუბში, ადვოკატების მიერ დაზარალებული მოქალაქეები ბრიფინგს გამართავენ.

მის: პეკინის N34 (ბიზნეს-ცენტრი საბურთალო), მე-3 სართული.

საკონტაქტო: 514 33 49 49

17 ივლისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გურამ ფალავანდიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ხელმომწერთა შეგროვების მოძრაობა „ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“ საქართველოს მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებას 2 საკითხზე იწყებს: 1. სამართლებრივი სივრციდან ამოღებული იყოს ტერმინები სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა. 2. აიკრძალოს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

17 ივლისს, 12:00 საათზე , „2020NEWS”-ის პრესკლუბში, დოკუმენტების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით, დაზარალებული გიორგი ასპანიძე და მისი ადვოკატები დიანა გვიშიანი და ლაშა ჯანიბეგაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: პეკინის N34 (ბიზნეს-ცენტრი საბურთალო), მე-3 სართული.

საკონტაქტო : 514 33 49 49

17 ივლისს, 12:00 საათზე, სასტუმრო "ძველ თბილისში", "თავისუფალი საქართველო" გამართავს პრეზენტაციას 1992 წლის სამხედრო გადატრიალების საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების შესახებ.

პრეზენტაციას დაესწრებიან უზენაესი საბჭოს დეპუტატები, კანონიერი მთავრობის წევრები და ეროვნული მოძრაობის ვეტერანები.

მის: ქეთევან წამებულის 27

საკონტაქტო: 598 240 243 ანი ბარბაქაძე

17 ივლისს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტის განათლების საკითხებში, „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ განათლების პროგრამის ხელმძღვანელის თამარ მოსიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „დედაენის“ სკოლებში დაბრუნება

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო ტელ.:593 53 45 24

17 ივლისს, 13:00 საათზე, სოფელ ბორითის კულტურის სახლში, რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკევთის მშენებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მიზნით შეხვედრა გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ლევან კუპატაშვილი და ალექსანდრე თევდორაძე, იმერეთის რეგიონის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად შალამბერიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, მშენებელი კოპანიის “Hunan Road and Bridge Construction Group“ -ის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

მის: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელ ბორითის კულტურის სახლი

საკონტაქტო: თამარ ჯაფარიძე ტელ: 595888880

17 ივლისს, 14:00 საათზე, მედიის წარმომადგენლებს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები მიმდინარე სამუზეუმო სამუშაოებს გააცნობენ.

17 ივლისს, 14:00 საათზე, „პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე ბეჟან გუნავა და ნინო მიქიაშვილი განათლების მინისტრის წინადადებით, დაათვალიერებენ ხელოვნების მუზეუმის მდგომარეობას, შენობაში ჩასატარებელ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით.

17 ივლისს, 14:00 საათზე, პარტია ,,სამართლიანობისთვის“ ლიდერები ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე დავით გარეჯში განვითარებული მოვლენების შესახებ ბრიფინგს გამართავენ.

მის: საქართველოს პარლამენტი, A კორპუსი, მე-3 სართულის ფოიე

საკონტაქტო: 599 99 69 53

17 ივლისს, 15:00 საათზე, "სექტორი 3"-ში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მეცნიერ-ეკონომისტებს, მათ შორის, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკის პროფესორებსა და მკვლევარებს შეხვდება, რომლის დროსაც გაიმართება დისკუსია რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით მიმდინარე ეკონომიკურ საკითხებზე.

მის: სექტორი 3- ჰაბი განვითარებისთვის (გიული ჭოხონელიძის 5)

17 ივლისს, 16:00 საათზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრას გამართავს, სადაც საბჭოს წევრებს 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შესახებ პირველად ინფორმაციას მიაწვდის.

მის: დავით აღმაშენებლის 150; სახალხო დამცველის აპარატი

17 ივლისს, 18:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: ერისთავ-ხოშტარიას ქ.N47

17 ივლისს, 19:00 საათზე, ჟურნალ „დიპლომატის“ პანელური დისკუსიების დასკვნით სესიაში ისრაელის საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს-დისკუსიას გახსნიან ისრაელის პარლამენტის (ქნესეთის) წევრი, მმართველი კოალიციის ლიდერი დავიდ ბიტანი და ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი და ისრაელის სახლის ხელმძღვანელი, იციკ მოშე.

მის.: სასტუმრო „ბილტმორი“ (საკონფერენციო ოთახი 3)

საკონტაქტო: 591 44 62 44 - ქეთი

17 ივლისს, 20:00 საათზე, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის ეზოში, თამარაშვილის ქუჩაზე არსებულის სკვერის შენარჩუნების მოთხოვნით, თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობა აქციას გამართავს.

საკონტაქტო: ნანა ჩხაიძე

საკონტაქტო: 577 45 80 19

17 ივლისს, 21:00 საათზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნება. ბანაკის ოფიციალურ გახსნას სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: ქუთაისი,ავტომმშენებლის ქ.№51. (გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი).

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს