სერგო ჩიხლაძე -  მამუკა ბახტაძის ინიციატივა მორიგი პოპულისტური განცხადებაა

პრემიერ ბახტაძის ინიციატივა არის მორიგი პოპულისტური განცხადება, რომელიც არ ემყარება არცერთ გათვლას და არ ეფუძნება რაიმე მტკიცებულებას,” – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, მედიცინის დოქტორმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. ამით ჩიხლაძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პენსიონერებს, შშმ პირებს, სოციალურად დაუცველებსა და სხვა ჯგუფებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის შეძენა 1 ლარად შეეძლებათ.

„პრემიერ ბახტაძის ინიციატივა არის მორიგი პოპულისტური განცხადება, რომელიც არ ემყარება არცერთ გათვლას და არ ეფუძნება რაიმე მტკიცებულებას. პრემიერი მოსახლეობას ჰპირდება, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა გაფართოვდება და უფრო ფართე ჯგუფებს მოიცავს. საუბარია პროგრამაზე, რომელიც 3 წლის განმავლობაში სამივეჯერ ჩავარდა და რომლითაც ვერ ისარგებლა იმ სამიზნე ჯგუფებმაც კი, რომელზედაც ეს პროგრამა იყო განკუთვნილი.

2017 წელს, ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა. მისი განხორციელების მაჩვენებელი 2017 წელს კატასტროფულად დაბალი იყო. ნაცვლად 200 000 ადამიანისა, ამ პროგრამით ისარგებლა მხოლოდ 13 000-მა, რაც არის დასახული ინდიკატორის მხოლოდ 6.5%.

2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზარდა და 10 მილიონით განისაზღვრა. გაიზარდა, ასევე, მედიკამენტების ჩამონათვალი. სამწუხაროდ, პროგრამის ათვისება 2018 წელსაც კრიტიკულზე უფრო დაბალია. 10 მილიონი ლარიდან, მხოლოდ 1 700 000 ლარის წამალი მივიდა ადამიანებამდე.

საგულისხმოა, რომ უკვე ყოფილმა მინისტრმა, სერგეენკომ ცინიკურად განაცხადა, რომ მართალია წამლები ვერ ავითვისეთ მაგრამ ვიყიდეთ და დავასაწყობეთო. ეს ხდება ქვეყანაში, სადაც ადამიანები უწამლობის გამო იღუპებიან.

პროგრამის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზარდა 2019 წელს და შეადგინა 20 მილიონი ლარი. თუმცა, დღევანდელი მონაცემებით ამ 20 მილიონი ლარიდან ათვისებულია მხოლოდ 1 200 000 ლარი, ანუ პროგრამის 7% 6.5 თვის თავზე,” - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

პროგრამის ჩავარდნის მიზეზად ის რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, მათ შორის პროგრამის არასწორი დიზაინი, ცუდი დაგეგმარება, ცუდად წარმოებული საინფორმაციო კამპანია და არაეფექტური მენეჯმენტი.

ინფორმაციას "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო" ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა