მიხეილ ყაველაშვილი - ევრობასკეტის საქართველოში ჩატარებით, ქვეყანა ბევრ სიკეთეს მიიღებს ეკონომიკის თუ ტურიზმის კუთხით

გარდა იმისა, რომ ევრობასკეტის საქართველოში ჩატარებით, ქვეყანა ბევრ სიკეთეს მიიღებს ეკონომიკის თუ ტურიზმის კუთხით, საქართველო ევროპის რუკაზე კიდევ უფრო მკვეთრად დაიმკვიდრებს ადგილს, - ამის შესახებ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა 2021 წელს საქართველოში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩების ჩატარდებას. მან საზოგადოებას ეს მიღწევა მიულოცა. მიხეილ ყაველაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში ევრობასკეტიც ისეთივე წარმატებით ჩატარდება, როგორც მისი თქმით, სხვა მაღალი რანგის ტურნირები ჩატარებულა.

„გილოცავთ ყველას! FIBA -მ საქართველო 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძლად აირჩია! პირველ რიგში, მინდა მივულოცო ჩვენი კალათბურთის ფედერაციას, რომელმაც უზარმაზარი შრომა გასწია ამ დიდი გამარჯვებისთვის. ასევე, ვულოცავ ჩვენს კალათბურთელებს, რომელთაც ეძლევათ შანსი, რომ ევროპის ჩემპიონატზე საკუთარ კედლებში ითამაშონ - ეს დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა! განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს, რადგან, გარდა იმისა, რომ საქართველოში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ჩატარებით ქვეყანა ბევრ სიკეთეს მიიღებს ეკონომიკის თუ ტურიზმის კუთხით, საქართველო ევროპის რუკაზე კიდევ უფრო მკვეთრად დაიმკვიდრებს ადგილს და განუმტკიცებს ჩვენს ქვეყანას პოზიციებს ევროკავშირისადმი სწრაფვაში, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის! მნიშვნელოვანია ის ვალდებულება, რომელიც ჩვენმა გუნდმა პრემიერ - მინისტრის მხარდაჭერით აიღო. დარწმუნებული ვარ, ევრობასკეტიც ისეთივე წარმატებით ჩატარდება, როგორც აქამდე სხვადასხვა მაღალი რანგის ტურნირები ჩატარებულა“, - აცხადებს ყაველაშვილი.

აღნიშნულ კომენტარს პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო