ნაზი ჯანეზაშვილი - მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისადმი ნდობა მინიმალური მაქვს, ვის უნდა ვენდო, ირაკლი შენგელიას, რომელიც ცოლის ძმას ირჩევს?

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისადმი ნდობა მაქვს მინიმალური, ვის უნდა ვენდო, ირაკლი შენგელიას, რომელიც ცოლის ძმას ირჩევს?!- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 5 კანდიდატს გაესაუბრება.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, კანდიდატებს მათი წარსულისა და ბიოგრაფიიდან გამომდინარე დაუსვამს კითხვებს.

„ყველა კანდიდატი თანაბრად საინტერესოა და ყველა თანაბრად უნდა სცემდეს კითხვებზე პასუხს, რაც საბჭოში დაისმება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ უთანასწორო მიდგომა არ იქნება ჩვენი მხრიდან, მაგრამ სპეციფიკურობიდან გამომდინარე, კანდიდატის წარსულისა და ბიოგრაფიიდან გამომდინარე, კითხვები იქნება სხვადასხვაგვარი",- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მისი თქმით, 5 კანდიდატს შორის, რომლებსაც საბჭო დღეს გაესაუბრება, არის ზურაბ აზნაურაშვილი. ჯანეზაშვილის თქმით, აღნიშნილი კანდიდატი საბჭოს მოსამართლე წევრის, თამარ ონიანის მაზლია და დღეს ონიანმა მასთან გასაუბრებისას თვითაცილება, რომც დააყენოს, ეს მხოლოდ თვითაცილება იქნება.

"დაველოდოთ, თამარ ონიანი დააყენებს თუ არა თვითაცილებას მის მაზლთან ზურაბ აზნაურაშვილთან მიმართებაში. შესაძლოა, ონიანმა დღეს დააყენოს თვითაცილების საკითხი, მაგრამ ეს იქნება კოსმეტიკური აცილება და არა ისეთი აცილება, რომელიც შედეგზე იქნება გათვლილი. თამარ ონიანის მონაწილეობით ზურაბ აზნაურაშვილი უკვე მოხვდა 50-კაციან სიაში და სწორედ ამ დროს დაირღვა მთავარი სტანდარტი -დემოკრატიული მმართველობისა და პრინციპების, როდესაც ონიანის მაზლი თამარ ონიანის მონაწილეობით გადავიდა სიაში. ამით, შესაძლოა, აზნაურაშვილმა სხვა ღირსეული კანდიდატის ადგილი დაიკავა", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ანბანის პრინციპით წარიმართება. 17 ივლისს გასაუბრების პროცესი იწყება შემდეგი კანდიდატებით: ზურაბ აზნაურაშვილი, თამარ ალანია, დიანა ბერეკაშვილი,თამარ ბურჯანაძე და მერაბ გაბინაშვილი.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან უკვე შეადგინა ე.წ. გრძელი სია, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს 20-კაციანი სია გადაეგზავნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა