ბიძინა ივანიშვილი - ნახეთ, როგორი აქტიურობა იყო 21 ივნისის ღამეს, როგორია დღეს - 200 კაცს უყრიან თავს დასავლეთში და 200-ს - აღმოსავლეთში

200 კაცს აგროვებენ აღმოსავლეთში და 200 კაცს დასავლეთში და თან ვერ ხვდებიან, რომ თვითონ რომ კნინდებიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, თბილისში მიმდინარე აქციების შეფასებისას განუცხადა. მისივე შეფასებით „ხალხი ბრძენია“ და აქციაზე აღარ გადის.

„200 კაცს აგროვებენ აღმოსავლეთში და 200 კაცს - დასავლეთში. 20 დღე გავიდა თუ რამდენი?! თან თვითონაც რომ კნინდებიან ამას ვერ ამჩნევენ, ხალხი ბრძენია, საზოგადოება ბრძენია. ნახეთ როგორი იყო აქტიურობა 21 ივნისის ღამეს, როგორია დღეს - 200 კაცს უყრიან თავს დასავლეთში და 200 კაცს უყრიან თავს აღმოსავლეთში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ გიორგი გახარიას გადადგომა აქციიდან მეორე დღესვე მოითხოვა და ამით „ყველაფერი გამოიკვეთა“.

„პირველი დღიდან, 21 ივნისიდან მოყოლებული ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დამქაშები „ევროპული საქართველო“ თუ პატარა პარტიები მასთან ასოცირებულები, დაჟინებით ითხოვენ გახარიას გადადგომას. ერთ-ერთი მოთხოვნა ჰქონდათ სწორედ ეს. ვინც ნახა ეს კადრები ევროპასა თუ ვაშინგტონში კითხვა არავის აღძვრია ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე, როდესაც ოპოზიცია მეორე დღესვე ითხოვს გახარიას გადაყენებას, აქ ყველაფერი იკვეთება“, - დასძინა ივანიშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს