ბიძინა ივანიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მათგან მართულ „ენჯეოებს“ უნდათ, მშენებლობა შეაჩერონ საქართველოში, მათ უნდათ, რომ დაანგრიონ ქვეყანა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მათგან მართულ „ენჯეოებს“ უნდათ, მშენებლობა შეაჩერონ საქართველოში, მათ უნდათ, რომ დაანგრიონ ქვეყანა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რითაც ბათუმში, თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით, „რივიერას“ პროექტის თაობაზე დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა, რომელიც რამდენიმე ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს.

მისივე თქმით, ანალოგიური სიტუაციაა არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ბათუმშიც.

„თქვენ ნახეთ მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ და მათგან მართული „ენჯეოები“, საშინელ შეტევაზე იყვნენ ნებისმიერ მშენებლობაზე. აბა, ნახეთ პანორამაზე რა დღეში იყვნენ, უნიკალურ პროექტს ვაკეთებ მე თბილისში, არარენტაბელურს. რა დღეში იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და რა დღეში იყვნენ მათგან მართული „ენჯეოები“? მათ უნდათ, რომ მშენებლობა შეაჩერონ საქართველოში, მათ უნდათ, რომ დაანგრიონ ქვეყანა, ისინი მავნებლები არიან და არ მალავენ ამას, ზუსტად იგივე ხდება ბათუმშიც,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს