ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემს მიერ რაიმე პოზიციის დაკავება არ განიხილება

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ის საკონსტიტუციოსასამართლოში რაიმე პოზიციის დაკავებას არ განიხილავს.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიულ საქმიანობაშია აქტიურად ჩართული და მუშაობას ამ მიმართულებით აგრძელებს.

„მთლიანად ვარ ჩართული პარტიულ საქმიანობაში და ასე ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას არჩევნების ბოლომდე. შესაბამისად, სხვა საკითხი, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში რაიმე პოზიციის დაკავება არ განიხილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა