კახა კალაძე - გვაქვს ამბიცია და “ქართულ ოცნებას“ იმის რესურსიც გააჩნია, რომ 2020 წლის არჩევნებზე პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეს

გვაქვს ამბიცია და პარტია “ქართულ ოცნებას“ იმის რესურსიც გააჩნია, რომ 2020 წლის არჩევნებზე პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეს, თუმცა ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განუცხადა.

კითხვაზე, ვისთან ითანამშრომლებს “ქართული ოცნება“, პარტიის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ამას მომავალი აჩვენებს.

მისივე თქმით, იქნება თუ არა მომავალი მთავრობა კოალიციური და რამდენი პარტია მოხვდება პარლამენტში, მოსახლეობაზეა დამოკიდებული.

“მივესალმები ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებას საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, წინგადადგმული ნაბიჯი. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. ზუსტად მოსახლეობამ უნდა დააფიქსიროს თავისი მოქალაქეობრივი ვალი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და თავიანთი გემოვნების, პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით, იმ პროგრამების მიხედვით, რაც წარდგენილი იქნება პოლიტიკური პარტიების მხრიდან და რომელიც პროგრამაც ახლოს იქნება ადამიანებთან - ზუსტად ასე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა