არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად ჩამოაყალიბა პოზიცია, რომელსაც მთელი გუნდი მხარს უჭერს

ბიძინა ივანიშვილმა, როგორც სახელმწიფო მოღვაწემ, გნებავთ როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა და ამ ქვეყნის მოქალაქემ, უბრალოდ და ზუსტად ჩამოაყალიბა პოზიცია, რომელსაც მთელი გუნდი მხარს უჭერს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებულ შეფასებებს.

“საზოგადოება და სახელმწიფო ინსტიტუტები არ უნდა მოექცნენ აგრესიული, ფარისევლური და ქვეყნისთვის დამაზიანებელი დღის წესრიგის და მისი მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიის ტყვეობაში: მშვიდობა, უსაფრთხოება და ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობა, სტაბილური განვითარების შესაძლებლობა მტკიცედ უნდა იყოს დაცული. ნებისმიერი ძალადობრივი შეტევა ამ სიკეთეებზე ხელისუფლებამ უნდა აღკვეთოს კანონის თანახმად. ხელისუფლებას აქვს ამის ლეგიტიმაცია და მოვალეობა;

საზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაცია რეგიონებსა და დედაქალაქში, ხალხთან კონტაქტი და პრობლემების გადაჭრა მათი ჩართულობით;

პოლიტიკის გახსნა ახალი, წარმატებული და მომავლის ხედვის მქონე ადამიანებისთვის - დესტრუქციული ძალების ნაცვლად, ახალი, პოზიტიური ალტერნატივების ხელშეწყობა. 2020 წლის არჩევნების შედეგად უფრო მშვიდი, დაბალანსებული და საქმიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება“, - წერს არჩილ თალაკვაძე “ფეისბუქის“ გვერდზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა