ანონსი 18 ივლისი

18 ივლისს, 09:00 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს „ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასის“ პრეზენტაციას დაესწრება.

18 ივლისს, 09:30 საათზე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი მართავს დოკუმენტის - „ქართულ-გერმანული ურთიერთობები ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში - როგორ შევაჯეროთ მოლოდინები?“ - პრეზენტაციას.

ღონისძიებას მასპინძლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (I კორპ. აუდიტორია #107).

18 ივლისს, 09:30 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი განათლების სისტემის ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში გაწევრიანებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გახსნიან.

მის: უზნაძის ქ.52

18 ივლისს, 10:00 საათზე, სასტუმროში “ჯორჯიან პალას ოტელ ქობულეთი“ (ქობულეთი), საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებითა და ევროკავშირის ხელშეწყობით, პროექტის “ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, მრავალეთნიკური/მრავალკულტურული მუნიციპალიტეტების თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

მის: ქობულეთი, აღმაშენებლის ქ. N275

საკონტაქტო პირი : 595 55 81 81- ხათუნა მანწკავა

18 ივლისს, 11:00 საათზე, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე აფხაზეთიდან დევნილთა სამედიცინო-პროფილაქტიკურ გამოკვლევებს დაესწრება.

მის: ანა პოლიტკოვსკაიას #38 სამედიცინო-საკონსულტაციო ცენტრი ,,ბი-ეს მედიკალი“ საკონტაქტო პირი: მარიკო რიჟამაძე 557771698

18 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გრიგოლ ვაშაძე 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით გამოიკითხება.

18 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე თამარ მეფის ხიდიდან სანაპიროზე ჩამსვლელი პანდუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს.

საკონტაქტო: ლანა 577158572

18 ივლისს, 11:00 საათზე, EMC ახალი კვლევის პირველადი შედეგების პრეზენტაციას გამართავს. კვლევა შეეხება სვანეთში ჰესების მშენებლობას და მის ზეგავლენას ადამიანის უფლებებზე.

მის.: ჭოველიძის ქ. 10, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისი

საკონტაქტო: კომუნიკაციების მენეჯერი სალომე აჩბა - 593 73 75 03

18 ივლისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ. 20 ივნისის საქმე და შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. ლავროვის და პუტინის განცხადებები. მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო.: 593 53 45 24

18 ივლისს, 11:30 საათზე, “მედიაცენტრ მთავარში“, თურქეთში, აფხაზებთან შეხვედრიდან დაბრუნებული მამუკა არეშიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: აფხაზეთისა და რუსეთის გზავნილები; ბიძინა ივანიშვილის განცხადებები; ლავროვი საქართველოსთან ურთერთობაზე; მიმდინარე პოლიტიკურ საკითხები.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599 72 65 65

18 ივლისს, 12:30 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ფხვენისის საჯარო სკოლას, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ორგანიზებული კონკურსის “მოვუაროთ სკოლას“ ფარგლებში, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე ეწვევა.

18 ივლისს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული ვატო გელაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

18 ივლისს, 16:00 საათზე, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი მოსამართლე რენატე ვინტერი, მოწვეული ექსპერტი, ლუვენის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის პროფესორი ივო ერცენი, სექტორი 3-ის დამფუძნებელი ქეთევან ჩაჩავა და აღდგენითი მართლმსაჯულებისა და რეაბილიტაციის ცენტრის (RJRC) დამფუძნებელი ანა ილურიძე დისკუსიას “აღდგენითი მართლმსაჯულების მომავალი საქართველოში“ გამართავენ.

მის: გიული ჭოხონელიძის #5, (დიღომი)

საკონტაქტო: მარიამ ჯაფარიძე 555 10 10 40

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა