ეკა ბესელია - არ მგონია, რომ სწორია ტოლობის ნიშანის დასმა, რომ შს სამინისტრო ჩამოიშლება, თუ გახარია მინისტრი არ იქნება

არ მგონია, რომ მართებულია ტოლობის ნიშანის დასმა, რომ შს მინისტრის მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება სამშობლოს ღალატის ტოლფასია - არ მგონია, რომ სწორია ტოლობის ნიშანის დასმა, რომ შს სამინისტრო ჩამოიშლება, თუ გახარია მინისტრი არ იქნება, - ასე ეხმაურება “ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ შეფასებას.

როგორც ბესელიამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა, ამით იმის აღიარება ხდება, რომ “ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლების შეცვლიდან შვიდი წლის თავზე ინსტიტუტების გამართულად მუშაობა ვერ შეძლო, როცა პიროვნებების შეცვლა ინსტიტუტების ნგრევას არ იწვევს.

“დღეს ბიძინა ივანიშვილი მეტისმეტად ემოციური ჩანდა. ეს ემოციური ფონი გასაგებია. არც პასუხები იყო მოულოდნელი. შეიძლება ახლა რუსთაველზე საპროტესტო განწყობა რაოდენობაში გადმოტანილი არ არის. არასწორია საღამოობით ითვლიდე, რამდენი ადამიანი გამოვა რუსთაველზე - ამით საპროტესტო განწყობა არ იზომება! საპროტესტო განწყობა რეალურად ძალიან მაღალია, ხელისუფლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მკვეთრად იზრდება და ეს ვითარება დამშვიდების საფუძველს არ იძლევა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე შეფასებით, რეალობას არის აცდენილი ბიძინა ივანიშვილის შეფასება პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით. ოპოზიციაში წასული დეპუტატის თქმით, კობახიძე გუნდს არა თუ გადაეფარა, არამედ დიდი ზიანი და დარტყმა მიაყენა.

“სიტყვა “გუნდი“ უკვე კომიკური და გამაღიზიანებელი შინაარსის მატარებელი გახდა. მან ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ინსტიტუტს, ქვეყანას, პარლამენტს - როგორც ქვეყნის მთავარ კონსტიტუციურ ორგანოს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს