გრიგოლ ვაშაძე - გინდა ბრალდებული ვიყო, გინდა - მოწმე, არავითარი პრობლემა არ მაქვს, წყნარად ველოდები

დღევანდელ საქართველოში ყველაფერი შესაძლებელია, არავითარი პრობლემა არ მაქვს. წყნარად ველოდები, გინდა ბრალდებული ვიყო, გინდა - მოწმე, - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტების კითხვას, რამდენად შესაძლებელია, რომ 20-21 ივნისის საქმეზე მისი მოწმის სტატუსი ბრალდებულის სტატუსით შეიცვალოს. ვაშაძის განცხადებით, მას ყველაფრის მოლოდინი აქვს.

ამ წუთებში გრიგოლ ვაშაძე 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე იმყოფება.

„ყველაფრის მოლოდინი მაქვს იმიტომ, რომ პროკურატურამაც და ე.წ. ხელისუფლებამაც პირველივე წუთიდან განაცხადეს, რომ გამოძიება საქმეს იქით წაიყვანს, თითქოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო და თითქოს ბატონმა გახარიამ და მისმა კოლეგებმა ქვეყანას საშინელი საფრთხე ააცილეს.

მოწმის სტატუსი შეიცვალოს ბრალდებულის სტატუსით?დღევანდელ საქართველოში ყველაფერი შესაძლებელია, არავითარი პრობლემა არ მაქვს. წყანარდ ველოდები, გინდა ბრალდებული ვიყო, გინდა - მოწმე. 20-21 ივნისის ამბავში ჩვენ ყველა აბსოლუტურად მართალი ვართ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს ისტორიაში წყალგამყოფი გაჩნდა ჩვენი ახალგაზრდების სახით, რომლებმაც ჯანმრთელობა დაკარგეს დ ამათი სიცოცხლეც კი საფრთხის ქვეშ იყო,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა