საზეიმოდ გახსნილ „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკში“ 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა

„რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ, რომელმაც „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გახსნა, ყველა სტრუქტურას მადლობა გადაუხადა და ახალგაზრდებს ნაყოფიერი და სასიამოვნო დასვენება უსურვა. მოუწოდა, რომ იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და იზრუნონ გარემოზე.

როგორც უწყებაში აცხადებენ, „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ ერთ-ერთი პირველი მასშტაბური პროფილური ბანაკია, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელებით გაიუმჯობესონ კვლევითი უნარები.

ბანაკი არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება და საბანაკე პროგრამა დატვირთულია მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებიც მორგებულია მონაწილეთა ინტერესებსა და ასაკობრივ თავისებურებებზე.

„საბანაკე პროგრამის შესაბამისად გაწერილი თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოები/აქტივობები მონაწილეებს საშუალებას აძლევს აიმაღლონ ცნობიერება რობოტექნიკის მიმართულებით და მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში. გარდა ამისა, საბანაკე პროგრამა დატვირთულია სპორტული და შემოქმედებითი აქტივობებით, რომელთა მომზადების პროცესში სრულად ერთვებიან ბანაკის მონაწილეები,“ -აცხადებენ სამინისტროში.

ბანაკის საზეიმო გახსნა ლიდერებისა და მონაწილეების მიერ შესრულებული არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერით გაგრძელდა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით, დროშის აღმართვით და ფოიერვერკით დასრულდა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს