დიმიტრი გვრიტიშვილი - ჯანეზაშვილმა და დოლიძემ ალბათ, დავალება მიიღეს პროცესი ჩიხში შევიდეს - ეს არის ნერვების გამოცდა, როგორმე მწყობრიდან გამოგვიყვანონ

არ ვიცი, საიდან, მაგრამ ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ ალბათ, რაღაც დავალება მიიღეს და ეს დავალება არის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ჩიხში შევიდეს, ეს არის კანდიდატის ნერვების გამოცდაც, მოსამართლე წევრების ნერვების გამოცდა, როგორმე მწყობრიდან გამოგვიყვანონ,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს კანდიდატებთან გასაუბრების დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, საბჭოს მოსამართლე წევრებისთვის გასაგებია დოლიძის და ჯანეზაშვილის მოქმედების დღის წესრიგი. გვრიტიშვილის თქმით, ასევე აბსურდულია არამოსამართლე წევრების ბრალდება, რომ თითქოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია პარლამენტს აუცილებლად ივლისში უნდა წარედგინოს.

დიმიტრი გვრიტიშვილის აზრით, შეკითხვები,რომლებიც დოლიძემ და ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს გუშინ დაუსვეს, იყო პროვოკაციული და არარელევენტური და მათ ეს სჭირდებათ პროცესის ჩასაშლელად და პროცესის ჩიხში შესაყვანად.

"ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ, განვსაზღვრეთ, რომ დღეში სულ მცირე, 5 კანდიდატს უნდა გავსაუბრებოდით, ამას ესწრებოდა ორივე წევრი-ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილიც და პრეტენზია არ გამოუთქვამთ ამ გრაფიკთან დაკავშირებით. დღეს, შეეცადნენ, რომ თავისი პასუხისმგებლობა ჩემზე და მოსამართლე წევრებზე გადმოეტანათ, თითქოს ჩვენ გასაუბრების პროცესი არასწორად დავგეგმეთ. ვამბობ, ეს ჩვენი ერთობლივი შეთანხმების შეფეგად დაიგეგმა", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს: შოთა გეწაძეს, გრიგოლ გიორგაძეს და გიორგი გოგიაშვლის მოუსმენენ.

აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ანბანის პრინციპით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან უკვე შეადგინა ე.წ. გრძელი სია, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა