აკაკი ზოიძე - უხერხულია საუბარი, თითქოს გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა, თან იმ ფონზე, როცა „რუსთავი 2“-ის კოლექტივმა შესაძლოა, ახალი ტელევიზიის მეშვეობით იგივე გააკეთოს

მე, მაგალითად ვისურვებდი, „რუსთავი 2“ იყოს ისეთი, როგორიც იყო დაახლოებით 2-3 წლის წინ, როდესაც ისინი ასეთი მიკერძოებულები არ იყვნენ ან კიდევ ნებისმიერი სხვა, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ძალიან კრიტიკული და ობიექტური მედიასაშუალებების არსებობა, რადგან ეს ხელისუფლების დაბალანსების საშუალებაა.

აკაკი ზოიძის განმარტებით, ნიშანდობლივია, რომ სტრასბურგის სასამართლომ დღეს სამ საქმეზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რითიც „კარგად ჩანს, ვინ არის დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების მხარდამჭერი და ვინ არის საკუთარ ხალხზე ძალადობისა და ტერორის განმახორციელებელი რეჟიმის წარმომადგენელი, თან იმ რეჟიმის, რომელთაც ბოდიშიც არ მოუხდიათ.“

„ჩემთვის არანაკლებ ნიშანდობლივია დანარჩენი ორი გადაწყვეტილებაც, რომელიც ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ ახასიათებს თუ რასთან გვაქვს საქმე. ის ადამიანები, რომლებიც დღეს თავისუფლებისა და დემოკრატიის წამებულის მანტიას ირგებენ, სწორედ იმ ძალადობრივი რეჟიმის წარმომადგენლები არიან, რომლებიც არათუ წამებულები, არამედ აწამებდნენ ადამიანებს. სწორედ ეს დაადგინა გოგოლაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ, ისე, როგორც ვაზაგაშვილის საქმეზე“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი შეფასებით, უხერხულია იმაზე საუბარი, თითქოს დღევანდელი გადაწყვეტილებით გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა, თან იმ ფონზე, როცა „რუსთავი 2“-ის კოლექტივმა შესაძლოა „ახალი ტელევიზიის მეშვეობითაც გააკეთოს იგივე“. ახალი ტელევიზიის გახსნას კი წინ არანაირი წინააღმდეგობა არ უდგას.

„ეს იყო ქონებრივი დავა, რომელსაც არანაირი კავშირი ამ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლებასთან, ჩემი პირადი აზრით, არ აქვს“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა