მოსამართლეობის კანდიდატი გრიგოლ გიორგაძე - პოლიტიკური სიმპათიები ხელს არ შემიშლის

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად განაცხადის შეტანაზე გადაწყვეტილება მივიღე, მაშინ როცა ვაკანსიები გამოცხადდა. პოლიტიკური სიმპათიები ხელს არ შემიშლის, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გრიგოლ გიორგაძემ იუსტიციის საბჭოში გასაუბრების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად რეგისტრაციის დროს მას რეკომენდაცია პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა გაუწია.

"მე პროფესიით იურისტი ვარ, სხვადასხვა პოზიციებზე ვიმყოფებოდი აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ვფიქრობ, ახლა არის ის ეტაპი, სადაც შემიძლია ჩემი თავის რეალიზება და ვფიქრობ, უზენაესი სასამართლო არის ეს ადგილი. ყველა ეტაპი, რაც გავიარე მნიშვნელოვანია გამოცდილებისათვის - როდესაც მოსამართლე იქნები იცოდე სახელმწიფო სად გადის, სად გადის საზოგადოებრივი და კერძო ინტერესი. ამ ბალანსის დაცვა უფრო გაადვილდება, როდესაც მედლის ორივე მხარე გამოცდილი გაქვს. პოლიტიკური სიმპათიები ხელს არ შემიშლის. გადაწყვეტილება მივიღე, როცა ვაკანსიები გამოცხადდა", - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

ამასთან, მან თავი შეიკავა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 10-კაციანი სიის შეფასებაზე, რომელიც იუსტიციის საბჭომ პარლამენტს განსახილველად, 2018 წლის დეკემბერში წარუდგინა. გიორგაძის თქმით, აღნიშნული სიის შეფასებაზე თავს იკავებს იმ მიზეით, რომ ის ახლა კონკურსში მონაწილეობს.

"ჩემი საადვოკატო საქმიანობა უკავშირდებოდა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს და ამ სფეროში ვარ კომპტენეტური. სოზარ სუბარის რეკომენდატორობით ამაყი ვარ, სხვაგვარად იქნებოდა აბსოლუტურად ფარისევლობა, რომ არ მიმეთითებინა ის, რადგან მთელი ჩემი საქმიანობა უმეტესწილად, ამ ადამიანთან მუშაობას უკავშირდება", - განცხადა გიორგაძემ, რომელიც ამ დრომდე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა