სერგო მეთოფიშვილი მოსამართლეობის კანდიდატს გრიგოლ გიორგაძეს - ფიქრობთ, რომ სრულად აკმაყოფილებთ კომპეტენტურობას?

ვთქვათ, იუსტიციის საბჭომ ახლა, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაგნიშნათ, საუბარი არ არის მეორეზე და უზენაესზე, ფიქრობთ, რომ სრულად აკმაყოფილებთ კომპეტენტურობას?- ამ კითხვით მიმართა იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა გასაუბრების დროს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს გრიგოლ გიორგაძეს, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს.

როგორც სერგო მეთოფიშვილმა აღნიშნა, ვინაიდან გიორგაძე გულწრფელად საუბრობდა, აინტერესებდა ასევე გულწრფელი პასუხი - საკმარისია თუ არა მისი კომპეტენცია იყოს პირველი ინსტანციის მოსამართლე?! როგორც კანდიდატმა უპასუხა, შესაძლოა მას სიღრმისეული სამოსამართლეო გამოცდილება არ აქვს, თუმცა ფიქრობს, რომ იმედებს გაამართლებს.

„სამოსამართლო სიღრმისეული გამოცდილება არ მაქვს, ისევე როგორც სხვადასხვა კანდიდატებს, ეს რა თქმა უნდა, შესაძლოა არ იყოს სრულყოფილი, თუმცა, თუ ზოგადად, არსებობს ადამიანის მიმართ შეფასება რომ ის ამ იმედებს გაამართლებს, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ სხვაგვარად არ მივიღებდი გადაწყვეტილებას", - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

ამასთან, როგორც გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად რეგისტრაციის დროს მას რეკომენდაცია პრემირ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა გაუწია.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა