ქეთევან ციხელაშვილი ჟენევის მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელს, ჯიჰან სულთანოღლუს შეხვდა

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ჟენევის მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელს, ჯიჰან სულთანოღლუს შეხვდა.

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მდინარე ენგურზე გადასასვლელის ჩაკეტვა და ჟენევის მოლაპარაკებები იყო.

ქეთევან ციხელაშვილმა გაეროს წარმომადგენელს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვების შესახებ დეტალურად გააცნო. საუბარი შეეხო ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების 48-ე რაუნდსაც, შეხვედრის მონაწილებაა ერთხმად აღნიშნეს არსებული ფორმატის მნიშვნელობა მოლაპარაკებების პროცესში. ქეთევან ციხელაშვილმა ჟენევის მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელს სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში განხორციელებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლების მხრიდან სამშვიდობო პროგრამის მიმართ ინტერესი დიდია, რასაც საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობაც ადასტურებს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა