არჩილ თალაკვაძე აშშ-ის კონგრესში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, აშშ-ის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, კონგრესმენებთან - ჯერი კონოლისთან და ადამ კინზინგერთან, ასევე, სენატორებთან - მარტინ ჰეინრიხთან და ტოდ იანგთან გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხები განიხილეს.

ამასთან, ყურადღება გამახვილდა 2020 წლიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებასა და მართლმსაჯულების რეფორმაზე, რაც პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს. ხაზი გაესვა აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობას.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო რუსეთის მიერ საქართველოს ისტორიული რეგიონების ოკუპაცია და რუსული დეზინფორმაცია, როგორც ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი სერიოზული გამოწვევა.

ასევე, კონგრესმენებთან და სენატორებთან გამართულ შეხვედრებზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესიც. კონგრესმენებმა და სენატორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს წარმატებით ასრულებს.

არჩილ თალაკვაძემ მასპინძელ მხარეს ჩვენი ქვეყნის ორპარტიული მხარდამჭერი აქტის მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა და აქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რომელსაც კონგრესში კენჭი უახლოეს მომავალში ეყრება, ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა აშშ-ისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა